საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა ევროპული საქართველოს კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ამ ინიციატივის მიხედვით, ფიზიკური პირების საფოსტო გზავნილით მიღებული საქონლის ლიმიტი 500 ლარამდე უნდა გაიზარდოს.

დღეს არსებული კანონმდებლობით, განბაჟებას ექვემდებარება გამოწერილი საქონელი, რომლის ღირებულება 300 ლარს აღემატება.
კანონპროექტის ინიციატორი, „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი, გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ კანონპროექტის მიზანია საგადასახადო შეღავათის, 300 ლარიანი ლიმიტის იმ ოდენობამდე გაზრდა (500 ლარამდე), რაც ვალუტის კურსის გაუფასურებამდე უცხოურ ვალუტაში (USD) იყო გამოსახული. საპირისპირო მოსაზრება აქვს მთავრობას. მათ დასკვნით, ზღვარი არ უნდა გაიზარდოს, რადგან რთულია ადმინისტრირება გაუწიო, ხდება თუ არა ნივთის გამოწერა პირადი მიზნებისთვის. მთავრობის ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნებში მაქსიმალური ზღვარი განბაჟებაზე 22 ევროს შეადგენს.
ევროპული საქართველოს ინიციატივას კომიტეტზე, როგორც ოპოზიციამ, ისე მმართველი გუნდის წევრებმაც დაუჭირეს მხარი. პროცედურის მიხედვით, მისი განხილვა კომიტეტებში უნდა გაგრძელდეს, შემდეგ კი სესიებზე გავიდეს.
საკანონმდებლო ინიციატივა, ძალაში საბოლოო დამტკიცების შემთხვევაში შევა, რასაც, მინიმუმ, ერთი თვე დასჭირდება.
უნდა გაიზარდოს თუ არა, ფოსტით გამოწერილი ნივთების განბაჟების ლიმიტი 300-დან 500 ლარამდე?! ეს შეკითხვა „მარკეტერის“ მკითხველებს უკვე დავუსვით:












