in

ქართველი სტარტაპერების შეხვედრები, Silicon Valley-ზე, დასრულდა – “500 Startups“ საქართველოში

“500 Startups“-ის პროგრამის დასკვნითი ნაწილიც დასრულდა – ქართული სტარტაპების – Payze, Cargon,Cardeal.ge, Agrolabs – დამფუძნებლები, Silicon Valley-ზე, მსოფლიოს უმსხვილეს ინვესტორებს შეხვდნენ. გააცნეს განვითარების საკუთარი ხედვები, დასახეს ბიზნეს გეგმები და კიდევ უფრო დიდი მიზნები.

„ასევე, მიიღეს შეუფასებელი გამოცდილება, რომელიც უმნიშვნელოვანესია საქართველოში, სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისთვის“. 

„საქართველოს ბანკისა“ და GITA-ს პარტნიორობით, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი აქსელერატორი “500 Startups“ საქართველოში, 2020 წლის თებერვალში შემოვიდა. Demo დღეების, პრეზენტაციების, დიდი შრომისა და გათენებული ღამეების შემდეგ, “500 Startups“-ში გამარჯვებული ოთხი ქართული სტარტაპი სან-ფრანცისკოში, Silicon Valley-ზე გაემგზავრა.

ახლა შეგვიძლია, მთელი პროექტი და მისი შედეგები ერთ ვიდეოში ვნახოთ.

Facebook-მა ვირტუალური რეალობის სამუშაო ოთახების კონცეფცია წარადგინა

Aston Martin-ის „ახალი დასაწყისი“