in

500 Startups-მა სახელი შეიცვალა!

დაარსებიდან მე-11 წელს, ერთ-ერთმა უმსხვილესმა სტარტაპ აქსელერატორმა 500 Startups სახელი შეიცვალა. გლობალურმა ფონდმა, საერთო ჯამში $1.8 მილიარდიან აქტივს მიაღწია. ამ მოვლენის აღსანიშნავად, აქსელერატორმა სახელი შეიცვალა და ამიერიდან, ბიზნესის სამყარო მას 500 Global-ით მოიხსენიებს.

2010 წელს, 500 Startups-მა Seed ფონდის სახით დაიწყო ფუნქციონირება სილიკონის ველზე, თუმცა, როგორც ჩანს მისი ხედვა ბევრად შორს მიდიოდა. 500 Startups-ის მასშტაბი გავრცელდა ლათინურ ამერიკაში, შუა აღმოსავლეთში, აფრიკასა და აზიაში, სადაც 500 Startups ქმნიდა რეგიონულ ფონდებს და სპეციალურ სააქსელერაციო პროგრამებს, რითაც სტარტაპერები ახალ სიმაღლეებზე გადაჰყავდა.

500 Global-ის კომპანიების 46% აშშ-შია განლაგებული. მის პორტფელში შედის 1-მილიარდიანი 33 კომპანია და 100-მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების 120-ზე მეტი კომპანია. ფონდმა 78 ქვეყნის 6000-ზე მეტ სტარტაპერს გაუკვალა გზა.

მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი აქსელერატორი 500 Startups საქართველოში, 2020 წელს გამოჩნდა, საქართველოს ბანკისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს GITA მხარდაჭერით. ორი ნაკადის განმავლობაში, აქსელერაციის ეტაპები, სულ, 30-მა სტარტაპერმა გაიარა. საერთო ჯამში, 500 Georgia-ს ფარგლებში, სტარტაპერებმა 10 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, მათი გამომწერების საერთი ჯამი 4400-ს აღემატება. მთლიანობაში, სტარტაპერებმა შეიძინეს 89 პარტნიორი და დაასაქმეს 354 ადამიანი. 16.5 მლნ ლარის მოზიდული ინვესტიცია, 627 000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი – ეს 500 Georgia-ის შედეგების მხოლოდ ნაწილია.

BTU-მ საერთაშორისო კონკურსის ნომინაციაში ,,მომავლის განათლება’’ გაიმარჯვა

ქართული კომპანიების გზამკვლევი უკრაინაში! – WINDFOR’S დაგროვილ გამოცდილებას გვიზიარებს