in

ნახეთ: 5000 ადგილის მქონე „ცის სასტუმრო“

დღეს საჰაერო მოგზაურობის დაბალი ფასის გამო მრავალი ფრენა სრულდება, თვითმფრინავები გადატვირთულია, საჰაერო მოგზაურობის ფუფუნებით ტკბობის საშუალება კი უფრო მეტად პირველი და ბიზნეს კლასის მგზავრებს აქვთ. თუმცა ის, რაზეც დღეს ჩვენ ვისაუბრებთ, გაჩვენებთ, თუ როგორი შეიძლება იყოს ნამდვილი საჰაერო ცხოვრების ფუფუნება. Sky Cruise კონცეფციით მეცნიერების მოყვარული ჰაშემ ალ-გაილი მოგზაურობის სრულიად ახალ გზას გვთავაზობს. თუმცა ზღვის ნაცვლად, მის კრუიზს ჰაერში შეხვდებით.

ალ-გაილის წარმოუდგენელი კონცეფციის ვიდეო გვიჩვენებს იმ უზარმაზარ თვითმფრინავს, რომელიც შემოქმედებითი ხელმძღვანელის ტომი ჰოლმსტენის ნახატით არის შთაგონებული. ჩვენ Sky Cruise-ს ვხედავთ, რომელიც 5000-მდე ადამიანს იტევს და ჰაერში გაჩერება ბირთვული შერწყმის წყალობით წლების განმავლობაში შეუძლია. ხოლო ალ-გაილის უნარი და სურვილი გააცოცხლოს ეს კონცეფცია, ნამდვილად საოცარია. აქ იმ ტიპის დასვენებასაც ხედავთ, რომელიც არც კი იცოდით, რომ გჭირდებოდათ… 

მჯერა, რომ ფრენის ამჟამინდელი გამოცდილება დამღლელი და მოძველებულია, ახლა ინოვაციების დროა, რაც ჩვენს გამოცდილებას უფრო კომფორტულსაც გახდის, — ამბობს ალ-გაილი.

Sky Cruise-ს გარშემო არსებული ხედების დასათვალიერებლად მრავალი გამჭვირვალე გემბანი აქვს და მეტიც, თქვენ ჩრდილოეთის ციალის ნახვასაც მოახერხებთ. სტუმრები აქ ნებისმიერი აეროპორტიდან მოხვდებიან —  „ცის სასტუმროს“ როგორც კომერციული, ისე კერძო თვითმფრინავების დაშვებისთვის სპეციალური სივრცე აქვს გამოყოფილი.

აქ ბრწყინვალე საკვებითა და ინტერიერითაც დატკბებით. ბორტზე უახლესი სამედიცინო დაწესებულებაც კია, რითაც მგზავრების საჭიროებების დაკმაყოფილებას მოახერხებენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს იდეა მრავალ ფანტასტიკურ ფილმში გვინახავს, ალ-გაილის ვიდეოს რეალიზმმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მას სჯერა, რომ ჩვენ ტექნოლოგიების მწვერვალზე ვართ, რაც ნებისმიერი ოცნების რეალობად გადაქცევის საშუალებას მოგვცემს. 

მჯერა, რომ Sky Cruise (Skytanic ან Flytanic) ერთ დღეს ჩვენს ცაზე აფრინდება. მცირე ბირთვული რეაქტორები, რომლებსაც თვითმფრინავების დამუხტვა შეუძლიათ, სავარაუდოდ, 2030-იანი წლებისთვის მზად იქნება. დიზაინის, ბირთვული შერწყმისა და აეროდინამიკის დახვეწით კი Sky Cruise ღრუბლებს ზემოთ ათასობით მგზავრს გადაიყვანს, — აცხადებს ალ-გაილი.

ვიდეო ვირუსულად გავრცელდა და საზოგადოებაში დისკუსიის საგანიც გახდა. 

ყველა გამოხმაურებისთვის მადლიერი ვარ, მაგრამ უნდა გავიმეორო, რომ ეს ჯერ უბრალოდ კონცეფციაა. მიხარია, რომ ამან დისკუსია წარმოშვა და იმ მომავალზე ოცნებისკენ გიბიძგათ, სადაც ასეთი რაღაცები შეიძლება არსებობდეს. ადამიანებმა ოცნება არასდროს უნდა შევწყვიტოთ, — განმარტავს ის. 

10 საინტერესო ფაქტი გარემოს დაცვის შესახებ

ყავის ნალექისგან ჭიქები დაამზადეს