სტარტაპის მოკლე დროში აქსელერაცია, ინვესტორების მოძიება, პრობლემის გადაჭრის კრეატიული გზების აღმოჩენა და საერთაშორისო სტარტაპ-ქსელში ახალი კავშირების დამყარება — ეს მხოლოდ ნაწილია იმ შესაძლებლობებისა, რომლებსაც 500Georgia ბიზნესებს სთავაზობს.
საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისა და ბიზნესის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) და 500 Global-თან თანამშრომლობით, ახორციელებს სტარტაპების აქსელერაციის პროექტს 500Georgia, რომელიც შესაძლებლობას აძლევს დამწყებ ბიზნესებს, შეიძინონ ახალი ცოდნა, მიიღონ გამოცდილება და მოახდინონ საკუთარი კომპანიის გლობალურ ბაზარზე პოზიციონირება.
500 Global მსოფლიოს 81 ქვეყანაში ხორციელდება და მისი პორტფოლიო 1 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების 49 და 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების 150-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კი, 500 Global-ის ქვეყნების რიცხვს საქართველო 2020 წელს შეუერთდა. მართალია, ქვეყანაში პროგრამა სულ ორი წელია, ხორციელდება, თუმცა პროექტის ფარგლებში უკვე მოხდა 30-მდე ქართული და საერთაშორისო ტექნოლოგიური სტარტაპის გადამზადება, შედეგად, 500Georgia-ს მონაწილე კომპანიების საერთო ღირებულება 212%-ით გაიზარდა.
500Georgia-ს გამოცდილების გასაზიარებლად, დამწყები ბიზნესებისთვის პროექტის სპეციფიკის გასაცნობად და მონაწილეების შთაბეჭდილებების აღსაბეჭდად საქართველოს ბანკი იწყებს 500Georgia-ს დოკუმენტური ფილმების სერიას, რომელთა მეშვეობით, დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა, გაეცნონ სამუშაო შეხვედრების მიმდინარეობის პროცესს, მოისმინონ სტარტაპერების შეფასებები და აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები საკუთარი ბიზნესისათვის.
როგორც 500 Global-ის მენტორები აღნიშნავენ, პროექტის მონაწილეები არ იღებენ შაბლონურ პასუხებს იმის შესახებ, თუ როგორ გაზარდონ საკუთარი ბიზნესი, არამედ სწავლობენ პრობლემის აღმოჩენისა და გადაჭრის ინოვაციურ გზებს, რომლებიც მათ საკუთარი საქმიანობის განვითარებაში დაეხმარებათ.
„500 Global, ეს არის სტარტაპების აქსელერაციისთვის შექმნილი პროგრამა, რომელიც ლექციებისა და სამუშაო შეხვედრების პარალელურად, უმეტესწილად გამოცდილების გაზიარებაზეა ორიენტირებული. პროგრამის ფარგლებში, ქართველ და უცხოელ სტარტაპერებს ეძლევათ შესაძლებლობა, მსოფლიოს წამყვანი მენტორების მხარდაჭერით, განავითარონ საკუთარი საქმიანობა და ადგილი დაიმკვიდრონ როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე“, — აღნიშნავს ლევან გომშიაშვილი, საქართველოს ბანკის მარკეტინგის ხელმძღვანელი.
საქართველოს ბანკს, GITA-სა და 500 Global-ს შორის გაფორმებული 4 წლიანი პარტნიორობა კი დამწყებ ბიზნესებს ახალ შესაძლებლობებს ჰპირდება.
უყურეთ 500Georgia-ს დოკუმენტური ფილმების პირველ სერიას აქ:
[პარტნიორის კონტენტი]