in

ნახეთ: 500 კილომეტრიანი მოგზაურობის შემდეგ ჩაძინებული სპილოები

ყოველი მათგანი სრულიად ჯანმრთელია

veon
veon

გრძელი დღის შემდეგ დამსახურებულ ძილს არაფერი სჯობს… და კი, 15 გარეულ აზიური სპილო ნამდვილად იმსახურებს ტკბილ დასვენებას. ისინი უკვე ერთი წელია მოგზაურობენ, მას შემდეგ, რაც ჩინეთის ველური ბუნების ნაკრძალი დატოვეს. მათ 500 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიარეს და ამჟამად სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთის კუნკინგის გარეუბანში იმყოფებიან, სადაც კამერამ ისინი მძინარე მდგომარეობაში დააფიქსირა.

გავრცელებული ინფორმაციით, ყოველი მათგანი სრულიად ჯანმრთელია და არც სხვებისთვის მიუყენებიათ რაიმე სახის ზიანი. ველური ბუნების კამპანიის მენეჯერი ევან სანი მათი გადაადგილების ერთ-ერთ შესაძლო მიზეზად საკვები პროდუქტების ნაკლებობას, სპილოების პოპულაციის ზრდასა და საცხოვრებელი არეალის დაკარგვას ასახელებს.

“ეს დიდი შესაძლებლობას ქმნის იმისა, რომ საზოგადოებამ გააცნობიეროს, რამდენად დიდი გამოწვევების წინაშე იმყოფებიან გარეული ცხოველები. მათ მთავრობის, მრეწველობისა და საზოგადოების მხრიდან უფრო მეტი დაცვა და ზრუნვა ესაჭიეროებათ” – წერს ევან სანი.

როგორ ვუყუროთ 2021 წლის ბოლო სუპერმთვარეს – ანუ, “მარწყვის მთვარეს”?

ნახეთ: საჭადრაკო დაფა, რომელიც ვიზუალურ პროექტორებს იყენებს და თამაშს გასწავლით