in

რას გულისხმობს კამპანია “50 000 000 ელჩი საქართველოდან”?

დაარსების დღიდან, 20 წლის განმავლობაში, საქართველოს საზღვრებს “თელიანი ველის” 50 მილიონი ბოთლი გაცდა და მსოფლიოს 37 ქვეყანას მოევლინა ელჩად. იუბილეს აღსანიშნავად, კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა 4 ვიდეორგოლი, სადაც ამერიკელები,  ჩინელები, გერმანელები და უკრაინელები ქართულ სიმღერებს მღერიან. კამპანიის კონცეფციასა და ამღერებულ უცხოელებზე “თელიანი ველის” ბრენდის განვითარების მენეჯერს ნუცა ავალიშვილს ვესაუბრეთ.

bog
bog-mob

M: რას ნიშნავს 50 მლნ ელჩი საქართველოდან?

კომპანია „თელიანი ველი“ მე-20-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს. ამ წლების განმავლობაში 50 მილიონი ბოთლი გაცდა საქართველოს საზღვრებს. საზღვრებს გარეთ გასული თითოეული ბოთლი ერთგვარი ელჩია საქართველოდან, რომელიც სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს ჩვენს კულტურას და ტრადიციას უზიარებს. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ მეტი გვესაუბრა ამ ელჩებზე.


M: რა აქტივობები განხორციელდა კამპანიის ფარგლებში და ვინ იმუშავა სარეკლამო რგოლებზე?

„50 000 000 ელჩი საქართველოდან“ კამპანიის ფარგლებში გადავიღეთ 4 სარეკლამო რგოლი, რომელშიც რეჟისორმა რატი რამიშვილმა საქართველოს კულტურითა და ისტორიით თავბრუდახვეული უცხოელი მომხმარებელი ქართულად აამღერა. ამ რგოლებში მაყურებელი შეხვდება ჩინელებს, რომლებიც მღერიან „სულიკოს“, ამერიკული ბენდის მიერ შესრულებული „ცანგალა და გოგონას“,  გერმანელი მეგობრების ნამღერ „მრავალჟამიერს“ და „ყოველ სნეულებაზე” ამღერებულ უკრაინელი გოგონას.

M: ვინ არიან ვიდეორგოლებში მონაწილე უცხოელები და როგორ შეირჩნენ ისინი?

ძირითადად, ტურისტები არიან. ქასთინგი 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, ქასთინგის ორგანიზატორები აქტიურად თანამშრომლობდნენ საელჩოებთან, სასტუმროებთან და უნივერსიტეტებთან, რომ შესაბამისი კანდიდატურა გვეპოვნა. საკმაოდ რთული იყო, გვეპოვნა ისეთი უცხოელები, რომლებსაც შეეძლებოდათ სიმღერა და თან დაგვთანხმდებოდნენ ვიდეორგოლში მონაწილეობაზე. თუმცა, ვფიქრობთ, საბოლოო ჯამში, კარგი გამოვიდა.

M: რამდენი წელია, რაც ექსპორტზე გადის “თელიანი ველის” ღვინო და რომელ ქვეყნებში?

პირველად „თელიანი ველის“ ღვინოები 1997 წელს უკრაინაში გავიტანეთ.  მას შემდეგ 37 ქვეყანაში ვაწარმოებთ ექსპორტს.

M: გვიამბეთ “თელიანი ველის” საერთაშორისო აღიარებაზეც…
საერთაშორისო კონკურსზე მოპოვებული მედალი ნებისმიერი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია. განვითარებადი ქვეყნის წარმომადგენლისთვის კი საერთაშორისო წარმატება თუ ჯილდო განსაკუთრებით სასიხარულოა. ეს არა მხოლოდ კომპანიის და ბრენდის, არამედ ქვეყნის წარმატებაა.  ქართული ბრენდის წარმატებული სვლა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს იმიჯზე პოზიტიურ გავლენას ახდენს. ”თელიანი ველი” ქართული ბრენდია, რომელმაც ქვეყანა საერთაშორისო ბაზრებსა თუ კონკურსებს ერთ-ერთმა პირველმა გააცნო. კომპანიის წარმატება 2005 წლიდან დღემდე  გრძელდება. 2016 წელს ”თელიანმა ველმა” შემდეგ კონკურსებზე მოიპოვა წარმატება: Wine Enthusiast, International Wine & Spirits Competition, BLACK SEA REGION, International Wine Challenge, Decanter და Concours Mondial de Bruxelles.
ასეთი შედეგები რეალური ხიდია ქართულ ღვინოსა და მსოფლიო მომხმარებელს შორის, რადგან მიღებული ჯილდო მაღალ ხარისხთან ასოცირდება.”

როგორ აისახა Young Lions Georgia 2017-ის შედეგები სარეკლამო სააგენტოების რეიტინგზე

McCann Tbilisi-ს პირველი ოქრო Cannes Lions 2017-ის შესარჩევ ფესტივალზე – Young Lions Georgia 2017