კომპანია „თელიანი ველი“ მე-20-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს. ამ წლების განმავლობაში 50 მილიონი ბოთლი გაცდა საქართველოს საზღვრებს. საზღვრებს გარეთ გასული თითოეული ბოთლი ერთგვარი ელჩია საქართველოდან. იგი მომხმარებელს ქართულ ტრადიციას და კულტურას უზიარებს, ყვება ისტორიას ჩვენი ქვეყნის შესახებ. „50 000 000 ელჩი საქართველოდან“ კამპანიის ფარგლებში რეჟისორმა რატი რამიშვილმა ოთხი ვიდეორგოლი გადაიღო.