in ,

რა საიდუმლოს ინახავს ოქროს კარიბჭის ფოტო, რომელიც 53 მლრდ პიქსელისგან შედგება?!

ერთი შეხედვით, ეს “ოქროს კარიბჭის” მორიგი ფოტო უნდა გეგონოთ, თუმცა სინამდვილეში, ის ოქროსფერებით გაწყობილი შავი სედანის სარეკლამო პოსტერია. თუ კარგად მოაახლოვებთ, 330 000$-ად შეფასებულ Bentley Mulsanne-ს დაინახავთ.

 

 

სურათი კოსმოსური ფოტოაპარატის საშუალებითაა გადაღებული. სწორედ, ამ აპარატით აკვირდებიან პლანეტა მარსს და მის ზედაპირს დეტალურ ფოტოებს უღებენ.

ეს სურათი საკმაოდ შორი მანძილიდან არის გადაღებული, ის დაახლოებით 53 მილიარდი პიქსელისგან შედგება. შესაბამისად, ფოტო იმდენად გრანდიოზული მასშტაბებისაა, რომ მოახლოების მიუხედავად, ხარისხს არ კარგავს. სურათის გადიდებაც ისე შეგიძლიათ, რომ მძღოლისა და ავტომობილის სავარძელზე ამოქარგულ Bentley–ს ლოგოს დანახვასაც კი მოახერხებთ.

“ჩურჩულები” – ჯესიკა ალბა და მისი შინაგანი ხმა Zico-ს ახალ რეკლამაში

ოდესღაც, გამარჯვებამდე, ყველა დამწყები ვიყავით! – კამპანია #SwimUnited