მონაცემთა შეგროვებისა და გამოხატვის მნიშვნელობა დიდი ხანია დღის წესრიგში დგას და მას მრავალი კომპანია თუ კერძო პირი წარმატებით იყენებს. ის უკეთესად წარმოაჩენს და ერთ ყალიბში აქცევს იმ მონაცემებს, რომლებიც შეიძლება არ გვქონდეს სტრუქტურიზებული. განსხვავებით ზეპირი ან ვერბალური კომუნიკაციისგან, ის შედარებით ეფექტურად და სწრაფად აწვდის აუდიტორიას ინფორმაციას. ინფოგრაფიკები, დიაგრამები, რუკები – მონაცემთა ვიზუალიზაციის შემადგენელი ნაწილებია და მათ თემატურად იყენებენ იმისდა მიხედვით, რა ტიპის მონაცემის გამოქვეყნება სურთ.
დღევანდელ სტატიაში ვეცდებით, ჩვენს რესპონდენტთან ერთად შემოგთავაზოთ ის აპლიკაციები, რომლებიც თქვენი მონაცემების დამუშავებისა და გადმოცემის პროცესს უფრო გაგიმარტივებთ. ამასთან, მიმოვიხილოთ მონაცემთა ვიზუალიზაციის ზოგადი არსი და გამოყენების მნიშვნელობა.
Marketer-ის კითხვებს მარიამ გამხარაშვილმა, ფორსეტის თანადამფუძნებელმა და პროექტების კოორდინატორმა უპასუხა:
M: სანამ მთავარ თემაზე გადავალთ, მოკლედ რომ განვმარტოთ, რა არის მონაცემთა ვიზუალიზაცია და რაში გამოიყენება?
მონაცემთა ვიზუალიზაცია არის მონაცემების გრაფიკულად გამოსახვა. Ხშირად ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ დიდი მოცულობის მონაცემები გავაანალიზოთ, გამოვიტანოთ აზრი და დავინახოთ ტენდენციები.
მონაცემთა ვიზუალიზაცია არ წარმოადგენს ახალ სფეროს იმ კლასიკური გაგებით რაც ზემოთ აღვნიშნე, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიებმა მონაცემთა ვიზუალიზაციის და კომუნიკაციის სფერო უფრო წინ წამოწია, გაამრავალფეროვნა და უფრო მარტივად აღქმადი გახადა მასებისთვის.
ამ სფეროს სწრაფ განვითარებას ბოლო ათწლეულებში ხელი დიდი მოცულობის მონაცემების დაგროვებამაც შეუწყო. ციფრული სამყარო და თანამედროვე კონუნიკაციის გზები ყოველ დღე მილიიონობით მონაცემს წარმოქმნის და აანალიზებს. Შესაბამისად ამ დაგროვილი მონაცემების გაანალიზების და შემდგომ ჩვენების ახალი გზები და ხერხებიც ჩნდება.
M: რომელი სფეროები უფრო აქტიურად იყენებენ მონაცემთა ვიზუალიზაციას?
მონაცემთა ვიზუალიზაციას იყენებს და უნდა იყენებდეს ყველა ის სფერო, რომელიც რაღაც ფორმით აგროვებს, ამუშავებს და ინახავს მონაცემებს. თანამედროვე სამყაროში ასეთ მახასიათებელში თითქმის ყველა სფეროს გაყვანა შეგვიძლია. თუმცა არის სფეროები, რომელიც უფრო დახელოვნებულია ამ მიმართულებით, გაიაზრეს მონაცემების და მათი ვიზუალიზაციის მნიშვნელობა და უფრო აქტიურად იყენებენ ამ ტექნიკებს. Მაგალითად, ასეთია მარკეტინგის, ბიზნესის და საბანკო სფეროები. თუმცა, ერთ-ერთი სფერო, რომელშიც მონაცემების და მათი ვიზუალიზაციის გამოყენების მნიშვნელობა ძალიან დიდია არის ჟურნალისტიკა. ეს შედარებით ახალი სფეროა და მისდამი ინტერესი მზარდია. ამიტომ ბოლო წლებში, განსაკუთრებით კორონავირუსის ეპოქაში, როცა დღიურად აგრეგირდება მილიონობით მონაცემი, ჟურნალისტიკასა და სოციალურ სექტორებშიც უფრო ხშირია მონაცემთა ვიზუალიზაციის გამოყენება.
M: თქვენი აზრით, რითია მნიშვნელოვანი მონაცემთა ვიზუალური დამუშავება და რა როლს ასრულებს ის სხვადასხვა სფეროში?
მონაცემთა ვიზუალიზაცია ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი და საჭირო სფერო. თუმცა, თანამედროვეობაში და იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად აჩქარდა ინფორმაციის მიღების და გადამუშავების პროცესი, მონაცემთა ვიზუალიზაციის როლიც უფრო გაიზარდა. ეს არის ყველაზე მარტივი ხერხი, სწრაფად და ეფექტიანად მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი მონაცემების შესახებ აუდიტორიას. ეს არის ასევე ხერხი, გავერკვეთ, თუ რას გვეუბნება დიდი მოცულობის მონაცემები და რა იმალება მათში. ამიტომ, დღეს არ არსებობს სფერო, რომელიც არ უნდა იყენებდეს მონაცემთა ვიზუალიზაციას რაიმე სახით.
M: და ბოლოსთვის, თქვენი, როგორც ამ სფეროს სპეციალისტის, 5 აპლიკაცია რომ დაგვისახელოთ, რომელიც დაგვეხმარება მონაცემების ვიზუალიზაციაში…
Google Sheets – ეს არის გუგლის ანალიზის პროგრამა, რომელიც ჩაშენებულია ყველა გუგლის მომხმარებლის მენიუში და არის უფასო. Საკმაოდ კარგი საბაზისო ანალიზის ხელსაწყოა და გვეხმარება მონაცემების გასუფთავებასა და დამუშავებაში, მათ შორის პირველად ვიზუალიზაციაშიც. Ასევე დადებითი მახასიათებელია ის, რომ ეს არის ონლაინ ხელსაწყო და მისი გაზიარება შეგიძლიათ კოლეგებთან, შესაბამისად ერთ დოკუმენტზე რამდენიმეს შეუძლია ერთდროულად მუშაობა.
დიზაინის ხელსაწყოები ორ მიმართულებად – ფასიანი და უფასო პროგრამა. თუ ფასიან პროგრამაზე მიდგა საქმე და მიხვდით, რომ დიზაინი და მონაცემების ვიზუალურად გაფორმება თქვენი საქმეა, მაშინ უდავოდ ამისთვის ყველაზე კარგი ხელსაწყო Adobe Illustrator-ია. ამ პროგრამის ლიმიტი მარტო თქვენი ფანტაზიაა. Რაც შეეხება უფრო დამწყებ ეტაპზე მყოფ ადამიანებს, ვინც ახლა სწვლობს ამ სფეროს და ჯერ Adobe Illustrator-ისთვის არ არიან მზად, არის მარტივი ონლაინ ხელსაწყო, რომელიც შაბლონური მეთოდით მუშაობს და საკმაოდ წარმატებულად გამოიყენება ჩვენს სფეროთი – Piktochart.
Flourish – შემდეგი ვიზუალიზაციის ხელსაწყო არის უფრო ინტერაქტიული და მოძრავი გრაფიკების ასაგებად. ამ პლატფორმის გამოყენებით მონაცემების ანალიზიც შეგიძლიათ, რაც მარტივს ქმნის პროექტზე მუშაობს. Თუმცა, ჩემი რჩევა იქნება, რომ ფლორიშ-ზე და სხვა მსგავს პროგრამებზე გადასვლავმე Google Sheets-ის მარტივი ანალიზის ლოგიკა შეისწავლოთ და მომზადებულები იყოთ მაღალი დონის პროგრამებისთვის.
Datawrapper – ეს აპლიკაციაც Flaurish-ის მსგავსია. გამოიყენება დინამიური ვიზუალების ასაგებად და ანალიზისთვის. Ამ ორს მსგავსი შესაძლებლობები აქვს. Თუმცა მოხმარების დროს ბევრი ამჯობინებს ერთს ან მეორეს. Ამიტომ სასურველია ორივე ნახოთ და გადაწყვიტოთ, რომელია თქვენთვის უფრო მისაღები ხელსაწყო.
RawGraphs – პროგრამა ძალიან კარგი რესურისა გრაფიკების ასაგებად. Ამ პლატფორმაზე ნახავთ საინტერესო და განსხვავებულ დიაგრამებს, რაც თქვენს პროექტებს უფრო თვალსაჩინოს გახდის. თუმცა აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა დიაგრამას თავისი გამოყენების წესი აქვს და მხოლოდ მოწონებით არ უნდა შევარჩიოთ ისინი.
ავტორი: მარიამ გოჩაიშვილი