in

5D ოპტიკური დისკი 500 ტერაბაიტი მოცულობის მონაცემს მილიარდობით წელი შეინახავს

იგი 1000 გრადუს ცელსიუსამდე გაცხელების შემთხვევაშიც გადარჩება

მყარი დისკები და ფლეშ დრაივები წლების განმავლობაში უფრო საიმედო გახდა, მაგრამ მხოლოდ ადამიანური დროის მასშტაბით. რა მოხდება, თუ მონაცემების შენახვა უფრო ხანგრძლივი დროით დაგვჭირდება? თუნდაც ათწლეულებითა და ათასწლეულებით… ამ ხედვის გასაღები, შესაძლოა, 5D ოპტიკური საცავი იყოს, რომლის მონაცემთა სიმკვრივე 10000-ჯერ აღემატება Blu-ray დისკს.

საგულისხმოა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ტექნოლოგიები 5G ოპტიკური მონაცემთა შენახვისკენ მიიმართა. უბრალოდ, აქამდე იგი არაპრაქტიკულად ნელი იყო. საუთჰემპტონის უნივერსიტეტში შემუშავებული ახალი მეთოდი კი მნიშვნელოვნად აჩქარებს პროცესს. მონაცემთა შენახვის ეს ტიპი ნანო ზომის წერტილების სამ ფენას იყენებს. წერტილების ზომა, ორიენტაცია და პოზიცია ხუთ განზომილებას გვაძლევს, რომლებიც მონაცემთა კოდირებისთვის გამოიყენება.

თანაც, მკვლევრების თანახმად, 5D დისკი 13.8 მილიარდის შემდეგაც უვნებლად შემორჩება სამყაროს (სამყარო თუ შემოგვრჩა ამ დრომდე)… ხოლო მოკლევადიან პერსპექტივაში 5D ოპტიკურ დიკს შეუძლია, 1000 გრადუს ცელსიუსამდე გაცხელების შემთხვევაშიც გადარჩეს.

მონაცემები დისკებს ლაზერების გამოყენებით ემატება, მაგრამ თუ ლაზერი ძალიან სწრაფად მოძრაობს, დისკის სტრუქტურული მთლიანობა ზარალდება. ამიტომაც, დოქტორანტმა იუჰაო ლეის მიერ შემუშავებული ფემტოწამიანი ლაზერი გამეორების მაღალ სიჩქარეს იყენებს. პროცესს წინ უძღვის საწყისი პულსი, რომელიც ნანოიდს ქმნის. ხოლო განმეორებადი სუსტი პულსები ახლო ველის გაძლიერებას იყენებს, რათა ნანოსტრუქტურების უფრო რბილი სიმულაცია მოხდეს.

მკვლევრებმა ლაზერული იმპულსები სხვადასხვა სიმძლავრის დონეზე შეამოწმეს და აღმოაჩინეს დონე, რომელიც ჩაწერას მინის დისკის დაზიანების გარეშე აჩქარებს. კვლევის თანახმად, მონაცემთა მაქსიმალური სიჩქარე წამში ერთ მილიონ სამგანზომილებიან გამოსახულების ელემენტს აღწევს. ეს მონაცემთა გადაცემის სიჩქარეს წამში 230 კილობაიტით უზრუნველყოფს. შედეგად, ამ ეტაპზე შესაძლებელი ხდება 500 ტერაბაიტის მოცულობის დისკის შევსება. ამ რაოდენობის მონაცემების ჩაწერას დაახლოებით ორი თვე დასჭირდება, რის შემდეგაც მათი შეცვლა შეუძლებელია.

აღსანიშნავია, რომ ეს სამუშაო ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა, თუმცა შედეგები უკვე შესანიშნავია. ყველაფერი რაც შენახული მონაცემების წასაკითხად დაგჭირდებათ, არის მიკროსკოპი და პოლარიზატორი.

Audi e-tron საქართველოში მოდის – ანდრო დგებუაძისა და ლუკა ნაჭყებიას მოგზაურობა, ეპიზოდი #2

კომბუჩას ქართული ბრენდი „ჰენკა“ Kombucha Summit 2021-ზე წარდგა