in

5G ინტერნეტი საქართველოში — როგორ ზრუნავს „სელფი“ მის დანერგვაზე?

5G ინტერნეტი ერთ-ერთი უახლესი ინოვაციური ტექნოლოგიაა, რომელსაც მთელი ციფრული ინდუსტრია აქტიურად მიჰყვება. გამონაკლისი არც საქართველოა, სადაც აღნიშნული ტექნოლოგიის განვითარებასა და საზოგადოებისთვის მიწოდებაზე „სელფი“ ზრუნავს. ცხადია, ეს მნიშვნელოვანი წინსვლაა ქვეყნისთვის, ვინაიდან ამჯერად მსოფლიო ციფრულ კომუნიკაციებსა და ინტერნეტზე დაფუძნებულ საქმიანობებზეა გადართული; შესაბამისად, ამ ინოვაციებისთვის ფეხის აწყობა და თანადროული განვითარება ყველანაირი პროგრესის წინაპირობაა.

„სელფის“ მიერ 5G ქსელის დანერგვის შესახებ დეტალურად გვიყვება კომპანიის ქსელის დაგეგმარების და ოპტიმიზაციის მიმართულების ხელმძღვანელი, ლევან ფრუიძე.

M: პირველ რიგში ვისაუბროთ, როგორ ინერგება 5G ინტერნეტი? რა პროცესების გავლა მოგიწიათ ამისთვის?

ახალი ტექნოლოგიის დანერგვა ყოველთვის დაკავშირებულია ახალ გამოწვევებთან, როგორც ბიზნესის, ისე ტექნიკური თვალსაზრისით.

პირველ რიგში ყალიბდება ბიზნეს ამოცანა რომელსაც მოჰყვება შესაბამისი ტექნოლოგიური გადაწყვეტა. სელფის შემთხვევაში ასეთი გეგმა დიდი ხნით ადრე იყო გაწერილი. მიმდინარეობდა მრავალსაფეხურიანი მოლაპარაკებები მწარმოებლებთან, მათი გადაწყვეტილებების შედარება და საუკეთესოს გამორჩევა. საბოლოოდ არჩევანი შევაჩერეთ ჩვენს დიდი ხნის პარტნიორ კომპანიაზე — Nokia-ზე.

შემდგომი საფეხური უშუალოდ ტექნოლოგიის დანერგვის პროცესია, რომელიც დაკავშირებულია რიგ ტექნიკურ გამოწვევებთან. კერძოდ, თუ როგორ უნდა შეირჩეს კანდიდატი სადგურები, როგორ განხორციელდეს მათი უმტკივნეულო ინტეგრაცია და ა. შ.

M: საერთოდ, რატომ დაინტერესდა სელფი 5G-ით? რა უპირატესობას აძლევს ის მობილურ ოპერატორს და როგორ აუმჯობესებს სერვისს?

არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით, 5G სერვისი მაღალი გამტარუნარიანობით და ტექნოლოგიური უპირატესობით გამოირჩევა. სხვა ოპერატორებთან შედარებით „სელფი“ ფლობს სიხშირული სპექტრის მცირე ნაწილს, რაც არ გვაძლევდა საშუალებას, აბონენტებისთვის მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი სერვისი მიგვეწოდებინა. 5G ტექნოლოგიის დანერგვით სელფის აბონენტები შეძლებენ, მაქსიმალურად დაბალი დაყოვნების მქონე და მაღალსიჩქარიანი სერვისი მიიღონ.

M: ამჟამად რა ლოკაციებზეა ხელმისაწვდომი 5G სერვისი და როდის იგეგმება გაფართოება?

ამ მომენტისთვის სერვისი ხელმისაწვდომია გუდაურში, ბაკურიანსა და ზუგდიდში.

გაფართოების სამუშაოები დაგეგმილია მთელი წლის განმავლობაში. წლის ბოლოს კი სერვისი ხელმისაწვდომი იქნება თბილისის მასშტაბით.

M: როგორც სელფის მომხმარებელს, რა მჭირდება იმისთვის, რომ ავტომატურად ვისარგებლო 5G-ით? მაგალითად, სპეციალური პაკეტების შეძენაა საჭირო?

მომხმარებლისთვის, სერვისზე წვდომის მოსაპოვებლად, აუცილებელია შესაბამისი ტელეფონის ფლობა, რომელსაც ექნება 5G სერვისის მხარდაჭერა შესაბამის სპექტრულ დიაპაზონზე.

M: მთლიანობაში, როგორ მიიღეს მომხმარებლებმა 5G ქსელის დანერგვის სიახლე? რამდენად იყენებენ ისინი ამ ახალ ტექნოლოგიას?

გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში 5G მხარდაჭერის მქონე ტელეფონების წილი 15%-ს არ აღემატება, რესურსები მაქსიმალურად იქნა ათვისებული. ეს კი გვაძლევს იმედს, რომ აღნიშნული სერვისი საკმაოდ მაღალ მოთხოვნადი იქნება.

[R]

რონალდო, რონალდინიო და სერხიო აგუერო Clash of Clans-ის რეკლამაში გამოჩნდნენ!

როგორ იმოქმედებს მაღალი ტემპერატურა ჩვენს ტვინზე?