12
Jun
2019

5 წელიწადში, ნახევარ მსოფლიოს, 5G ინტერნეტი ექნება

12 Jun 2019

2024 წელს, მსოფლიოს მოსახლეობის 45%-ზე მეტს, მომდევნო თაობის, უსადენო 5G ინტერნეტი ექნება. ამის შესახებ შვედური ტელე – საკომუნიკაციო კომპანია Ericsson-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს.

CNN-ის ინფორმაციით, Ericsson 5G-ის გლობალური მომხმარებლების რაოდენობაზეც საუბრობს. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ 2024 წლისთვის, ახალი თაობის ინტერნეტს, მსოფლიოს მასშტაბით, 1.9 მილიარდი ხელმომწერი ეყოლება. 

„პროცესი იმაზე გაცილებით სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ველოდით“.

მსოფლიოს მობილური პროვაიდერები ცდილობენ, რაც შეიძლება სწრაფად განაახლონ ინფრასტრუქტურა და ქსელები ისე აღჭურვონ, რომ მომხმარებლებმა 5G-ისთვის აუცილებელი მხარდაჭერა უპრობლემოდ მიიღონ.

პრინციპში, პროცესი დაწყებულია – საცდელი, შეზღუდული ფორმატით, 5G ინტერნეტი უკვე მიეწოდება აშშ-ს, ბრიტანეთსა და სამხრეთ კორეას.

როგორც „ერიქსონის“ წარმომადგენლები ამბობენ, ახალი თაობის ინტერნეტი პირველ წლებში შედარებით ნელა ვრცელდება, რაღაც ეტაპზე, 4G ბევრად პოპულარული იქნება. მათი ვარაუდით, ამ თაობის ინტერნეტი [4G] მომხმარებელთა რიცხვი პიკს 2022 წელს მიაღწევს, შემდეგ კი ნელ-ნელა დაიკლებს და ეტაპობრივად, მის ადგილს 5G დაიკავებს.

 

განხილვა