in

5G ინტერნეტი უკვე რეალობაა!

veon
veon

წარმოიდგინეთ, როგორ იმუშავებს 4G, დაახლოებით, 10 წლის შემდეგ? პრინციპში, რთული სულაც არ არის, როცა, დღესაც არ ჰყოფნის ხოლმე სიჩქარე და ზოგჯერ ინტერნეტი „გვიჭედავს“ .

Verizon, ამერიკაში, “Verizon 5G Home“-ს უშვებს, რომელიც 5G-ის პირველი კომერციული სერვისი იქნება. მომსახურება, კომპანიის Wireless-ის მომხმარებლებისთვის, $ 50, სხვა მსურველებისთვის კი $70 ეღირება. ახალი თაობის ინტერნეტის სიჩქარე 300MB/s-ია.

“Verizon 5G Home“, 10 ოქტომბრიდან, ხელმისაწვდომი იქნება ჰიუსტონში, საკრამენტოში, ინდიანაპოლისსა და ლოს ანჯელესში, მალე კი მთელს ამერიკას მოიცავს. ალბათ, შემდეგ, მისი მსოფლიოს სხვა ქვეყნებში გავრცელების საკითხიც დადგება.

3 გზა სწორი გადაწყვეტილების მისაღებად

პირველი რებრენდინგი 23 წლის მანძილზე! – Elit Electronics-ში ცვლილებებია!