მაგთის აბონენტებისთვის სასიამოვნო სიახლე გვაქვს, მათ უკვე შეუძლიათ 5G ინტერნეტით სარგებლობა. სწრაფი ინტერნეტი თანამედროვე ციფრული მოწყობილობების მომხმარებლების აუცილებელი ატრიბუტია. 5G არის საშუალება, რომელიც ყველაფრის დაკავშირებაში გვეხმარება, ადამიანების, მოწყობილობების, მანქანების, სახლებისა და ობიექტების ჩათვლით. 5G ინტერნეტი არამხოლოდ მაღალ სიჩქარეს ნიშნავს, არამედ მეტ უსაფრთხოებას და უფრო მეტი მომხმარებლის ერთდროულ მომსახურებას, თანაც შეუფერხებლად.
5G არის მობილური კავშირის მეხუთე თაობის ტექნოლოგია, რომელიც შექმნილია პრაქტიკულად ყველას და ყველაფრის ერთმანეთთან დასაკავშირებლად: ადამიანების, მოწყობილობების, მანქანების, სახლებისა და ობიექტების ჩათვლით და მიზნად ისახავს, უზრუნველყოს მონაცემთა გადაცემის უფრო მაღალი სიჩქარე, ძალიან დაბალი დაყოვნება, უზარმაზარი ტევადობა და მეტი უსაფრთხოება.
მაგთიკომი, ტრადიციულად, ყველაზე ვრცელი დაფარვის მქონე ოპერატორად რჩება. დღეიდან, მაგთის უახლესი 5G ქსელი თითქმის მთელ საქართველოშია ხელმისაწვდომი!

ეს ნიშნავს, რომ მაგთიკომის აბონენტებს 5G ინტერნეტის უპირატესობების სრულფასოვნად გამოყენება შეეძლებათ, რაც სრულიად ახალ შესაძლებლობებსა და ხარისხს წარმოადგენს მათთვის. ქსელი საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების მიხედვითარის აგებული და მასში 5G ტექნოლოგიისათვის გამოყოფილი სიხშირული რესურსის სრული სპექტრია გამოყენებული.
5G ტექნოლოგიის დანერგვა მნიშვნელოვან ცვლილებებს მოუტანს მომხმარებლებს, გააუმჯობესებს მათ ყოველდღიურობას, სამუშაო თუ დასვენების პროცესს. მაინც, რა გავლენა აქვს 5G-ს? მისი დახმარებით შესაძლებელია მაღალი ხარისხის სატრანსპორტო მონიტორინგი, მიწოდების სერვისების გაუმჯობესება, ეფექტური საზოგადოებრივი სერვისების შექმნა, წარმოების პროცესების დაჩქარება, სოფლის მეურნეობისთვის ეფექტური გადაწყვეტილებების უზრუნველყოფა. 5G ნიშნავს უკეთეს ციფრულ გარემოს გეიმერებისთვის, VR პროექტებისთვის, მაღალი დონის მუსიკალური ღონისძიებებისთვის. ასეთი სწრაფი ინტერნეტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სფეროებისთვის, როგორებიცაა განათლება და ჯანდაცვა – უწყვეტი კავშირი ამ მხრივაც შეუცვლელია.
როგორ შეგიძლიათ მაგთის 5G ინტერნეტით სარგებლობა?
ამისათვის, მთავარია გქონდეთ სმარტფონი, რომელსაც აქვს 5G მხარდაჭერა. 5G-ის გასააქტიურებლად არ გჭირდებათ დამატებითი ძალისხმევა, მთავარია, მობილურის პარამეტრებიდან 5G მიუთითოთ. დეტალებისთვის ამ ბმულს ეწვიეთ 5G მაგთისგან / Magticom
[R]












