7
Sep
2019

Nokia 5G მხარდაჭერის მქონე სმარტფონების გამოშვებას გეგმავს

7 Sep 2019

სულ ახლახან Bloomberg-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ ნოკია 2020 წლისთვის 5G მხარდაჭერის მქონე სმარტფონების გამოშვებას გეგმავს. ამაზე ნოკიას პროდუქციის მწარმოებელი კომპანიის HMD Global Oy-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ისაუბრა. მისი თქმით, ახალი, “ჭკვიანი” სმარტფონი იქნება ხელმისაწვდომი და, ამავდროულად, პრემიუმ ხარისხის.

როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, მათ უკვე დაწყებული აქვთ ინვესტირება 5G სმარტფონების წარმოებაში და შემუშავებული აქვთ სტრატეგია Qualcomm-თან და Google-თან ერთად. ისინი აპირებენ, რომ 2020 წლისთვის ეს ჩანაფიქრი რეალური გახადონ.

განხილვა