ყველას არ შეუძლია, რომ გახდეს გრაფიკული დიზაინერი და შეისწავლოს adobe-ს პროგრამები, რომლებსაც გარკვეული დროც სჭირდება და ძალიან მარტივიც არაა, თუმცა ყოველდღიურობაში გვაქვს რაღაც საჭიროებები, როცა გვჭირდება ფოტოების დამუშავება, მინიმალისტური დიზაინის შექმნა და ამისთვის მაინცდამაინც ფოტოშოპის ცოდნა არ არის აუცილებელი.
გვსურს, ამ სტატიაში ალტერნატიული ინსტრუმენტები წარმოგიდგინოთ, რომლებსაც ონლაინ იპოვით და ზემოთ ნახსენებ პრობლემას გაგიმარტივებთ.
Photopea არის უფასო ედიტორი, რომელსაც შეუძლია მუშაობა როგორც რასტრულ, ასევე ვექტორულ გრაფიკასთან. მისი გამოყენება ისეთი მარტივი ამოცანებისთვის შეგიძლიათ, როგორიცაა: სურათების ზომის შეცვლა, ფოტოების მარტივი დამუშავება; ასევე შესაძლებელია უფრო დიდი და კომპლექსური დავალებების შესრულებაც: ვებგვერდების დიზაინი, ილუსტრაციების შექმნა. Photopea რედაქტორი მუშაობს ვებბრაუზერში.
ეს არის მობილური აპლიკაცია, რომლითაც შეგიძლიათ მარტივი დიზაინების აწყობა და ფოტოების დამუშავება. ის მარტივია დამწყებთათვის და აქვს ჯგუფურად მუშაობის ფუნქციაც. აქ შეგიძლიათ ანიმაციური GIF-ების შექმნაც და შეხვდებით RAW ფაილების გადამყვანსაც. ედიტორი ასევე გეხმარებათ ფერების კორექტირებაში, თეთრი ბალანსის რედაქტირებაში, განათების, ჩარჩოების დაყენებასა და წითელი თვალების მოცილებაში.
ქორელს ხშირად იყენებენ დამწყები დიზაინერები ან უბრალოდ ის ადამიანები, რომლებსაც მარტივი ფუნქციები სჭირდებათ მინიმალისტური ლოგოს დასამზადებლად ან ფოტოს დასამუშავებლად. მისი დახმარებით მცირე ილუსტრაციების, ბროშურების, მაისურის პრინტების შექმნაც შეიძლება.
ამ პლატფორმას ხშირად იყენებენ სოციალური მედიის მარტივი პოსტერებისთვის. ის საშუალებას გაძლევთ, გქონდეთ ათასობით უფასო სურათი და დიზაინი, რომელსაც მარტივი შტრიხებით გაამდიდრებთ და ინდივიდუალურ დიზაინს შექმნით ყოველგვარი პროფესიონალური ცოდნის გარეშე. თქვენ მიერ დამზადებულ დიზაინს კი JPG, PNG ან PDF ფორმატებში ჩამოტვირთავთ, თქვენი საჭიროებისდა მიხედვით.
ეს ის პლატფორმაა, რომელიც მრავალფუნქციურია და ხშირად ხვდება მსგავსი ტიპის სიებში. კანვაზე არა მხოლოდ ლამაზი სივებისა და პრეზენტაციების აწყობა, არამედ სხვადასხვა დიზაინის დამზადებაც შეიძლება.
ფონების მოშორება, დიზაინები მოსაწვევი ბარათებისთვის, სავიზიტო ბარათები, პოსტერები სოციალური მედიისთვის და ვიდეოების რედაქტირება – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რის საშუალებასაც Canva გვაძლევს.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი