ახალ წელს ბრენდები მხოლოდ სარეკლამო რგოლებზე არ ხარჯავენ რესურსებს, მაღაზიის ვიტრინების ლამაზად მორთვა განწყობის შექმნის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, რომელსაც ყველა ბრენდი დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება.
საახალწლო ვიტრინების შექმნაში მთელი მსოფლიოა ჩართული და სპეციალურად ამისთვის დიზაინერებსაც კი იწვევენ. თუმცა, ერთ საკითხზე ყველა თანხმდება, საუკეთესო ნიმუშები ყოველთვის ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზეა ხოლმე. ადგილი, სადაც მსოფლიო დონის ბრენდების მაღაზიებია განთავსებული, ნამდვილი საახალწლო სამოთხეა.
მათთვის, ვისაც არ აქვს საშუალება, ან ვერ ახერხებს წლის ამ განსაკუთრებულ დროს ყველაზე ლამაზ ადგილას სტუმრობას, Google-ს არაჩვეულებრივი სიურპრიზი აქვს. სპეციალური პროგრამა, რომელშიც ჩატვირთულია ყველა საახალწლო მაღაზიისა თუ შენობის ვიზუალური გაფორმება. ამ არაჩვეულებრივი სანახაობის ყურება 3D ფორმატშიც შეიძლება. შთაბეჭდილებები თითქმის ისეთია, როგორც უშუალოდ ვიზიტის დროს.












