in

Apple-მა მეხუთე თაობის Apple Watch წარადგინა

Apple-მა, სულ ცოტა ხნის წინ, მეხუთე თაობის Apple Watch წარადგინა. მეხუთე თაობის საათი მეოთხე თაობის მოდელს ზომითა და დიზაინით ნამდვილად ჰგავს. თუმცა, ბუნებრივია, გვაქვს სიახლეები. საათს აქვს მუდმივად მანათობელი დისპლეი და აკონტროლებს თქვენს ძილს. SOS ზარის განხორციელება შეგიძლიათ საერთაშორისო მასშტაბით – 150 ქვეყანაში. ამისათვის უბრალოდ, გვერდითა ღილაკზე დაყოვნებით დაჭერაა საჭირო.
სერიას აქვს ვერცხლისფერი, ოქროსფერი და ნაცრისფერი, სრულად გადამუშავებადი ალუმინის კორპუსი და შეიცავს ეკო-მეგობრულ მასალებს. სურვილისამებრ, შეგიძლიათ შეიძინოთ ტიტანიუმის, კერამიკისა და ფოლადის კარკასიანი მოდელები. საათის ღირებულება $399-$499 იქნება და ბაზარზე 20 სექტემბრიდან გამოჩნდება.

https://www.youtube.com/watch?v=5bvcyIV4yzo&t=61s

Volkswagen-ის რებრენდინგი უკან, მომავალში! – აკაკი რაზმაძის შეფასება

Apple-მა iPhone 11 წარადგინა!