თუ ახალი ფონტი გჭირდებათ, ივლისის თვეში გამოშვებულ ვარიანტებს შემოგთავაზებთ, დაწყებული საუკუნოვანი დიზაინის თანამედროვე ინტერპრეტაციებით და დამთავრებული თამამი ექსპერიმენტული ვიზუალებით, რომლებიც ინდივიდუალიზმს პირველ ადგილზე აყენებს. მოდით, დავიწყოთ:
1. Lost — Federico Parra Barrios

ინსპირაცია დიზაინერ ფედერიკო პარა ბარიოსის გაუჩნდა 2024 წლის დასაწყისში, როცა ბოგოტადან ბერლინში გადავიდა. ქალაქის რელიეფური ლითონის ფირფიტებით გატაცებამ იმის შესწავლამდე მიიყვანა, თუ როგორ ცვლიდა ასოებს დამახინჯებები. ამიტომაც ფონტში ამის ასახვა გადაწყვიტა და ექსპრესიული სათაურებისთვის შესაფერისი თანამედროვე, ვიწრო ასოთა ფორმები შემოგვთავაზა, ტექსტური ნაწილისთვის სტანდარტული სიგანის მქონე სიმბოლოებთან ერთად.



2. Tausend — Christoph Koeberlin & Gabriel Richter

გროტესკულ ტრადიციებს მიაგებს პატივს და სრულიად ახალ პერსპექტივას გვთავაზობს. ფონტების ეს ახალი ოჯახი მრავალფეროვნებითა და ცვლადი შრიფტის ტექნოლოგიით გამოირჩევა, რაც შეუფერხებელ გადასვლებს უზრუნველყოფს. Tausend ტიპოგრაფიულ მემკვიდრეობას მიაგებს პატივს და, ამასთან, თანამედროვე დიზაინის საჭიროებებსაც აკმაყოფილებს.



3. RT Lately — RazziaType

თითქოს გოთური ევოლუციის მომსწრეა, რაც, თავის მხრივ, საუკუნეების მანძილზე ტექნოლოგიურ და სტილისტურ გარდაქმნებს ეფუძნება. Times Gothic-სა (1906) და Franklin Gothic-ს ეყრდნობა, არსებულ გეომეტრიულ ფორმებს მეტად რბილ და თბილ ფორმებად გარდაქმნის. ამასთან, ფართო პროპორციებით, გეომეტრიული მრგვალი ასოებით, ჰორიზონტალურად ამოჭრილი ბოლოებითა და ვიწრო ღიობებით გამოირჩევა.

4. Bus Sign — Applied Systems

გაერთიანებული სამეფოს 1900-იანი წლების საგზაო ნიშნებით, კერძოდ ორსართულიანი ავტობუსისთვის განკუთვნილი სიმბოლოებით, არის შთაგონებული. შესაბამისად, მაღალ, თითქოს შეკუმშულ sans-serif-ს გვაცნობს, რომელიც ორიგინალი ნიშნების არსსაც ასახავს და, ამასთან, თანამედროვე დეტალებითაა გამდიდრებული. უფრო დიდი ფორმატის პრინტისა და სათაურებისთვის გამოგადებათ, რითაც იდეალური ხდება მემკვიდრეობითი პროექტებისა და თანამედროვე აპლიკაციებისთვის, რომლებიც ბრიტანულ ხასიათს მოითხოვს.


5. Karel by Typonym

ისტორიული აღმოჩენებისა და თანამედროვე გამოგონების შერწყმაა. ბრენდის შეტყობინებებისა და საცალო ვაჭრობის იდენტობისთვისაა შემუშავებული. თანაც, 200 ენაზე მხარდაჭერას გთავაზობთ, OpenType-ის ფართო ფუნქციებთან ერთად.


6. SLTF Rigale by Silver Stag Type

დაბოლოს, თამამ და მხიარულ შრიფტს შემოგთავაზებთ. შემოქმედებით პროექტებს რომ გამოაცოცხლებს, ისეთს. ინდივიდუალიზმითაა სავსე დიზაინერებისთვის, რომელთაც სურთ, გამოირჩეოდნენ. ენერგიულ, ექსპრესიულ გავლენას გთავაზობთ ისე, რომ ტექნიკური ხარისხიც შეინარჩუნოს. ამგვარად, რეტრო სტილსა და თანამედროვე თავდაჯერებულობას შორის არსებულ ზღვარზე მდგომი SLTF Rigale კარგი არჩევანია ბრენდინგისთვის, შეფუთვისა და სოციალური მედია გრაფიკებისთვის.














