in

6 ქოუჩი გვიზიარებს საუკეთესო კარიერულ რჩევებს, რომლებიც ცხოვრების განმავლობაში მიიღეს

ქოუჩებს ყველაზე კარგად ესმით, რა მუშაობს და რა – არა კარიერაში. ამიტომაც, 6-მა ცნობილმა ქოუჩმა გადაწყვიტა, თავიანთ ცხოვრებაში მიღებული საუკეთესო კარიერული რჩევები გაგვიზიაროს, რომლებიც სამომავლოდ მნიშვნელოვნად დაგვეხმარება:

pasha-statiebi
pasha-statiebi

მიეცით უფლება, გითხრან “არა”

ანჯელინა დერისოუ, C-Suite Coach-ის დამფუძნებელი მოგვიწოდებს, რომ გონებაში “არას” თქმის შესაძლებლობა დავუშვათ. სწორედ იმიტომ, რომ ხანდახან ამ აზრს ვერ ვეგუებით, ხშირად საქმეს დაწყებამდე ჩამოვშორდებით და საკუთარი თავით უკმაოყოფილოები სხვადასხვა სირთულეს არ ვეჭიდებით. თუკი ჩვენს ტვინში დავუშვებთ ფაქტს, რომ შესაძლოა, “არა” გვითხრან და ეს არ იქნება ტრაგედია, შევძლებთ, ამის მიუხედავადაც ვიმუშაოთ, რაც ისედაც წაგვადგება და ასედაც.

თქვენ ადამიანი ხართ – მოიქეცით სწორედ ამგვარად

ჯეკი მიჩელი, მოგვიწოდებს, რომ ნუ ჩავუღრმავდებით ჩვენს კარიერას ისე, რომ საკუთარი პიროვნება დავკარგოთ. ხშირად, ამ პროცესში მართლაც გვავიწყდება, რომ ადამიანები ვართ და შეგრძნებები გვაქვს. ის გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებასაც – როცა მან კარიერულ ურთიერთობებში უფრო მეტად დაიწყო საკუთარი თავის გამოვლენა, უფრო ღრმა და სასიამოვნო ურთიერთობა დაამყარა ყველასთან, რაც კარიერასაც თავისთავად წაადგა. ამიტომაც, ნურასოდეს დაგავიწყდებათ, რომ პროფესიონალის გარდა, ადამიანიც ხართ.

იყავით ის, ვინც დადებითად ტოვებს პოზიციას 

ხანდახან გზები იმდენჯერ იკვეთება, რომ ვერც წარმოვიდგენთ. ქეი ვაითი სწორედ ამაზე გვესაუბრება და მოგვიწოდებს, რომ არც ერთი სამსახური არ დავტოვოთ უსიამოვნებით. ჩვენ არ ვიცით, ხვალ ვისთან მუშაობა მოგვიწევს, ამიტომაც ნუ ვიხელმძღვანელებთ დღევანდელი დღით.

თქვენი მომდევნო ნაბიჯები თქვენზეა დამოკიდებული

ხანდახან ცხოვრება იმდენად ბლოკავს შესაძლებლობებს, გვგონია, რომ საკუთარი ძალებით ვერაფრის შექმნას მოვახერხებთ. თუმცა, ეს ასე არაა. ყველაზე უკიდურეს მომენტშიც კი უნდა გვჯეროდეს საკუთარი თავის. ქეით კაპრინო სწორედ ამისკენ მოგვიწოდებს და გვეუბნება, რომ ნებისმიერი ჩვენი მომდევნო ნაბიჯი მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენ ავირჩევთ – წარმატებული კარიერა და ცხოვრება გვექნება, თუ არა.

არასოდეს შეწყვიტოთ გასაუბრებებზე სიარული

მარკ ანტონი დისონი გვიზიარებს გამოცდილებას – მიუხედავად იმისა, რომ ის კარგ კომპანიაში მუშაობდა თუნდაც წელიწადში ერთხელ ის აუცილებლად მიდიოდა სხვა კომპანიების გასაუბრებებზე, რათა მიმხვდარიყო, რა აკლდა მის უნარებს, როგორ უნდა განვითარებულიყო სამომავლოდ რომ სხვადასხვა წინაპირობა და კრიტერიუმი დაეკმაყოფილებინა. გასაუბრებებზე სიარული ხომ გარდა კარიერულისა, სხვა პიროვნული უნარის განვითარებაშიც გვეხმარება. ამიტომაც ნუ შეწყვიტავთ გასაუბრებებზე სიარულს.

აუცილებლად გწამდეთ, პირველ რიგში, საკუთარი თავის

“თუკი გასაუბრების დროს თავს ისე არ იგრძნობთ, რომ თქვენ კონკრეტული პოზიციისთვის სასურველი კანდიდატი ხართ, მაშინ არც დამქირავებელი იგრძნობს ამას,” – გვეუბნება ნადია იბრაჰიმ-ტანი. სწორედ ეს თვისება აკლდა მას ახალგაზრდობაში და ამიტომაც გადაწყვიტა, ქოუჩი გამხდარიყო. ამიტომაც, საჭიროა, რომ პირველ რიგში საკუთარ თავებში დავრწმუნდეთ, რათა სხვებიც დარწმუნდნენ ჩვენში.

წყარო: Fast Company



„თიბისის“ დიზაინ ტრანსფორმაციას გიგი ჯანელიძე გაუძღვება

ქართული წარმოშობის საერთაშორისო სტარტაპი, „სთექი“ TechCrunch-ის რჩეულია