იდეალურ შემთხვევაში, სამუშაო გარემოში ადამიანები იქცევიან ისე, რომ ერთმანეთს მხარს უჭერენ და არასდროს საუბრობენ ერთმანეთზე აგდებულად, მით უფრო, ზურგსუკან. თუმცა არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როცა ის ურთიერთობები, რომელიც ყალიბდება სამუშაო გარემოში, არ არის ჯანსაღი. არსებობს არაერთი საშუალება იმისთვის, რომ იმ გარემოზე, რომელშიც დროის უმეტეს ნაწილს ატარებთ, იმოქმედოთ პოზიტიურად, გთავაზობთ 6-ს:
სხვების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების შექმნა საკუთარი თავიდან იწყება
დადებითი განზრახვა არ არის მხოლოდ სხვებისთვის. ეს იწყება საკუთარი თავიდან – იმით, რამდენად კარგად უსმენთ ადამიანებს. იმ ადამიანების ეჭვი, რომლებთანაც გაქვთ ურთიერთობა, გამოიჩინეთ ყურადღება და მიიჩნიეთ, რომ მის მიერ გაზიარებული ინფორმაცია არის საუკეთესო რამ, რაც მისგან შეგიძიათ, მოისმონოთ. თუმცა ეს რა თქმა უნდა, სულაც არ გულისხმობს იმას, რომ თანამოსაუბრეს ყველაფერში დაეთანხმოთ.
პოზიტიური მიდგომა აქციეთ კომპანიის კულტურად
პოზიტიური მიდგომის ტექნიკისა და კონცეპტების სწავლა შესაძლებელია! ლიდერებმა კი, რომლებიც ქმნიან ორგანიზაციის კულტურას, საჭიროების შემთხვევაში იმაზეც უნდა იზრუნონ, რომ თითოეულ თანამშრომელს, ერთი ერთზეც კი მისცენ ამ ტექნიკის სწავლის აუცილებლობისა და მისი გამოყენების ეფეტურობის შესახებ ცოდნა.
დადებითი განზრახვა არ არის ერთჯერადად განხორციელების საგანი
კომუნიკაცია დადებითი განზრახვით არ არის ერთჯერადად შესრულებული საქმიანობა. ეს ყოველდღიური სწავლებაა. ჩვენ უნდა ვიყოთ მუდმივად ფხიზლად, რომ ჩვენმა თავდაცვითმა ადამიანურმა ბუნებამ და ეგომ არ გვაჯობოს ურთიერთობისას.
შეწყვიტეთ ვირტუალური კონტაქტი იმისთვის, რომ დაამყაროთ თვალით კონტაქტი
თუ იმეილით კომუნიკაცია იწვევს გაუგებრობას და არაკომფორტულია ამ საკომუნიკაციო არხის გამოყენება, მიმართეთ ტელეფონს. თუმცა, უმჯობესია, ადამიანებთან პირისპირ შეხვედრა. პოზიტიური დამოკიდებულების აღმოჩენა უფრო მარტივია ასეთ შემთხვევაში, როცა ორმხრივი კომუნიკაციის პირობებში, ადამიანებს ერთმანეთთან თვალის კონტაქტის დამყარების შესაძლებლობა აქვთ.
უსმინეთ უფრო მონდომებით
ადამიანებს აქვთ ორი ყური და ერთი პირი, შესაბამისად, მათი ბიოლოგიური აგებულებაც კი ისეთია, რომ ისმინონ მეტი, ვიდრე ისაუბრონ. თუმცა მხოლოდ ცარიელი სიტყვების მოსმენა არ კმარა. კომუნიკაციის პროცესში, გულისყურით მოსმენა და რელევანტური შეკითხვის დასმაც თქვენი დადებითი დამოკიდებულების გამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა.
დიალოგის საშუალებით, გაარკვიეთ თქვენი როლი ადამიანების თქვენდამი არასასიამოვნო დამოკიდებულების მიზეზის ძიების პროცესში
როცა ვფიქრობთ, რომ ჩვენ მიმართ, კონკრეტული ადამიანის დამოკიდებულებას მაინცდამაინც დადებითად ვერ შევაფასებდით, ჩვენ შეგვიძლია, გავაორმაგოთ ძალისხმევა, დავუსვათ ამ ადამიანს კითხვები, ვიკვლიოთ მისი მოქმედებები და განვსაზღვროთ ჩვენი როლი მათი ჩვენდამი არასასიამოვნო დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. ეს არ არის მარტივი, თუმცა ჩვენს ასეთ ქმედებას ძალიან სწრაფად შეუძლია უსიამოვნო დიალოგებისა და მოლოდინების პროდუქტიულ პროცესად გარდაქმნა.