9
Jan
2019

6 ნიშანი იმისა, რომ ზედმეტად ემპათიური ხართ

9 Jan 2019

რუტინული ყოფით სავსე სამყაროში და უბრალოდ სამყაროში, რომელშიც ხშირად სხვებისთვის დრო არ გვრჩება, ვიყოთ ემპათიურები, გვეხმარება, შევინარჩუნოთ ადრინდელი და ძვირფასი ურთიერთობები. ემპათიური კომუნიკაცია საკმაოდ კარგია, არ აქვს მნიშვნელობა ვისთან გვაქვს იგი – კოლეგებთან, მომხმარებლებთან თუ შვილებთან – ნებისმიერ შემთხვევაში სასარგებლოა.

statiebi-bog
statiebi-bog

 

ემპათიას განსაზღვრავენ, როგორც სხვების ემოციებისა და აღქმების კარგად გაგების უანრს. აი, სწორედ ამ დროს, როდესაც ადამიანები სხვებისგან მსგავს რამეს გრძნობენ, მათში ნდობის განცდა წარმოიშობა ხოლმე, რაც ურთიერთობებს მეტად ამყარებს და სასიამოვნოს ხდის.

წარმოგიდგენთ ზედმეტად ემპათიური ადამიანების 6 მახასიათებელს:

ისინი გამუდმებით “თქვენთან არიან”

ემპათიურ ადამიანებს შეუძლიათ, თავი ხალხით გადაჭედილ ოთახში ერთადერთ ადამიანად გაგრძნობინოთ. მათი ერთადერთი და მთავარი ფოკუსი თქვენკენაა მომართული და, ამავდროულად, ზედმეტად დაბეჯითებით გისმენთ, რაც დღევანდელ რეალობაში საკმაოდ იშვიათი რამაა.

დიდ ყურადღებას აქცევენ უხმო კომუნიკაციას

კერძოდ კი, სწორედ მაშინ, როდესაც თვალებით, ხელებით ან უბრალოდ გამომეტყველებით ბუნებრივად გამოხატავთ თქვენს ხასიათს, ისინი უღრმავდებიან ამ ყველაფერს და გეკითხებიან, როგორ ხართ? რამე ხომ არ გაწუხებთ? რა ტალღაზე ხართ? და ა.შ

ისინი “აპაუზებენ”

ხშირად გვემართება ხოლმე, როდესაც სხვები ლაპარაკში გვეჩრებიან, ან არ გვაცდიან. ემპათიურმა ადამიანებმა ყოველთვის იციან, “რა ღირს” დუმილი. მათი ღირსშესანიშნავი თვისებაც ესაა – იციან, როდის უნდა ილაპარაკონ და როდის – გაჩუმდნენ.

რჩევების მოცემის მაგივრად, კითხვებს სვამენ

იმის მაგივრად, რომ გარკვეულ სიტუაციაში საკუთარი აზრი დააფიქსირონ, სამიზნე ადამიანს ბევრ კითხვას უსვამენ. ამ ხერხით ისინი უკეთ იგებენ მის განწყობას და მხოლოდ ამის შემდეგ მოქმედებენ.

ისინი ყოველთვის საუბრობენ ტერმინით “ჩვენ” და არა  – “მე”

აქამდე ჩატარებულმა ბევრმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც სხვების პირის ნაცვალსახელს უფრო მეტად ხმარობენ, უკეთესად გამოსდით სხვების ფიქრებისა და ემოციების აღქმა. გარდა ამისა, ამ ხერხით მეორე პირს ბევრად უფრო კომფორტულადაც აგრძნობინებენ ხოლმე თავს.

ყოველთვის იყურებიან სხვების გადმოსახედიდან

ემპათიური ხალხი გამუდმებით იყურება სხვების პერსპექტივიდანაც. უფრო ზუსტად რომ ავხსნათ, ასეთი ადამიანები გამოდიან საკუთარი შეხედულებებიდან და ცდილობენ ისე აღიქვან სამყარო, როგორც ამას სხვა გააკეთებდა, რათა უკეთესად დაინახონ და გააცნობიერონ მათი შეხედულებები.

წყარო: www.inc.com



განხილვა