23
Feb
2018

„ადამიანი ზოჯგერ ვერც წარმოიდგენს, იმდენად ძლიერია“ – პირველი ამერიკელი ფერადკანიანი მილიონერი ქალი მადამ უოკერი

23 Feb 2018

რთულია, ისე იცხოვრო, საუკუნეების შემდეგ ისევ შენს საქმიანობაზე საუბრობდნენ და სხვებისთვის მაგალითი იყო. თუმცა, არსებობენ მადამ უოკერის (C.J. Walker) მსგავსი ადამიანები, რომლებმაც ნამდვილად შეცვალეს ბევრი რამ სამყაროში და მათი განვლილი გზა დღესაც მჯელობის საგანია.

pasha-statiebi
pasha-statiebi

მადამ უოკერი 1867 წელს ლუიზიანაში დაიბადა. თანამედროვე გაგებით, ნამდვილი ანტრეპრენუარი იყო. მან შექმნა ქალის თმის მოვლის ნოვატორული საშუალებები და შეიმუშავა პროდუქტის გაყიდვის მარკეტინგული სტრატეგია. საბოლოოდ კი მადამ უოკერი პირველი ამერიკელი ფერადკანიანი მილიონერი ქალი გახდა. გარდა ამისა, იყო სამოქალაქო აქტივისტი, ქველმოქმედი და ძალიან ხშირად საკუთარ წარმატებას მის გარშემო მცხოვრები ადამიანების დასახმარებლად იყენებდა.

მადამ უოკერის მიერ შემქნილი სილამაზის პროდუქტების ხაზი დღესაც არსებობს. Madam C.J. Walker Beauty Culture product line-ს კომპანია Sundial Brands  ფრანგული კოსმეტიკის მაღაზიათა ქსელ Sephora-სთან ერთად უშვებს.

მადამ უოკერს, როგორც ანტრეპრენუარსა და კომპანიის ხელმძღვანელს, მთელ რიგ საკითხებზე საკუთარი შეხედულებები ჰქონდა და გადაწყვეტილებებს ამ მოსაზრებების შესაბამისად იღებდა.

ადამიანი ზოჯგერ ვერც წარმოიდგენს, იმდენად ძლიერია! 

„მე დავიწყე იმით, რომ  უბრალოდ ვცადე დაწყება“, – ხშირად ამბობდა უოკერი. ის ლუიზიანაში, მემამულის ოჯახში დაიბადა. 7 წლისას მშობლები გარდაეცვალა. მუშაობდა ფერმერად და პირველად 14 წლის პირველად გათხოვდა, რომ თავისი სიძის სახლიდან თავი დაეღწია. 20 წლის უკვე ქვრივი და მარტოხელა დედა იყო. თავდაუზოგავად მუშაობდა, დღეში გასამრჯელოს სახით 2 დოლარს იღებდა. უკან არაფერზე იხევდა, ოღონდ შვილისთვის განათლება მიეცა.

შენი პრობლემის გადაჭრით, შეგიძლია, სხვასაც სარგებელი მოუტანო!

1890-იანებში უოკერს თმის ცვენა დაეწყო. დიდხანს ცდილობდა, გამოსავალი მოეძებნა. დალაქი ძმების რჩევით ძალიან ბევრი სხვადასხვა საშუალება სცადა. ყველა ღონეს ხმარობდა, შესაბამისი ფორმულისთვის რომ მიეგნო. მათ შორის, კიდევ ერთი ფერადკანიანი ამერიკელი ქალის, ენი მელოუნის პროდუქციაც სინჯა. მალე უოკერმა მელოუნის კომპანიაში გაყიდვების წარმომადგენლად დაიწყო მუშაობა, რადგან აღმოჩნდა, რომ ამ ინდუსტრიის მიმართ დიდი ინტერესი და საჭირო პოტენციალი გააჩნდა.

შეგიძლია, საკუთარი თავი ახალი, განსხვავებული რაკურსით წარმოაჩინო!

როცა ბაზარზე მოთხოვნა გაჩნდა, უოკერმა საკუთარი ბიზნესის დაწყება გადაწყვიტა. პირველი რაც გააკეთა,  სახელი Sarah Breedlove შეიცვალა და Madam C.J. Walker დაირქვა. წელიწადნახევარი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კარიდან კარზე დადიოდა და „მადამ უოკერის თმის გაზრდის არაჩვეულებრივ საშუალებებს“ ჰყიდდა. დაუღალავმა შრომამ შედეგი გამოიღო – 1908 წელს უოკერმა პიტსბურგში პირველი ტრენინგ ცენტრი, ორი წლის შემდეგ კი, ინდიანაპოლისში, პირველი ქარხანა გახსნა.

გარშემო შემოიკრიბეთ ის ხალხი, ვისაც თქვენი ხედვის სჯერა !

მალე უოკერმა თანამშრომლებიც აიყვანა. ერთ-ერთ სილამაზის კოლეჯში გადაამზადა ქალები, რომლებიც, მოგვიანებით მისი ბრენდის ელჩები გახდნენ. 1919 წელს მას უკვე შესაბამისი განათლების მქონდე 25 000 აგენტი ჰყავდა.

ჩადეთ ინვესტიცია საკუთარ თავში!

უოკერს ინდიანაპოლისში მდებარე ქარხნისთვის დაფინანსება სჭირდებოდა, მხარდამჭერი კომპანიები კი არ ჰყავდა. ამიტომ, გადაწყვიტა, საკუთარი ჯიბიდან გაეღო $10 000 და კომპანია Walker Manufacturing Company შეექმნა, რითიც ქარხნის ერთადერთი აქციონერი გახდა.

მხარი დაუჭირე გარშემომყოფებს და დაეხმარე, ვისაც სჭირდება! 

უოკერი, ანტრეპრენუარის გარდა, სამოქალაქო აქტივისტი და ქველმოქმედი იყო. აფინანსებდა ქალებს, რომ განათლება მიეღოთ Tuskegee Institute-ში. გარდა ამისა, ფლობდა რამდენიმე ორგანიზაციას.

 

წყარო: www.entrepreneur.com



განხილვა