1
Oct
2018

6 რჩევა ეფექტური ლოგოს შესაქმნელად!

1 Oct 2018

თუ შენი მიზანია, შექმნა ბრენდი ან შენი ვებგვერდი უფრო ეფექტური გახდეს, სწორად შეარჩიე ვიზუალური იდენტობა. ლოგო შენი ბრენდის სიმბოლოა, რომელსაც შენი სამიზნე აუდიტორია მყისიერად უნდა ცნობდეს. საუკეთესო ლოგოებს უსათუოდ კონკრეტული ბრენდისკენ მივყავართ, მაგალითად, კოკა-კოლა, მაკდონალდსი, ნაიკი… შენს ბრენდსაც იგივე პოტენციალი აქვს. მაინც, რის გათვალისწინებით უნდა შევქმნათ გამორჩეული ლოგო?

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

 

ფერი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს

საკამათოა, თუმცა ლოგოს ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი მისი ფერების გრადაცია შეიძლება იყოს. კარგი ლოგო უნივერსალურია და მისთვის ერთი კონკრეტული კორექტული ფერების სისტემა შეიძლება არც არსებობდეს: შავ-თეთრს შეიძლება იგივე ეფექტი ჰქონდეს, რაც სხვა ფერებს. უბრალოდ, უნდა დარწმუნდე, რომ შერჩეული ფერები შენი სამიზნე აუდიტორიის ყურადღებას მოიზიდავს. მაგალითად, Ikea-ს აქვს ყვითლისა და ლურჯის შეხამება, რის გამოც მისი სიმბოლო მარტივად იცნობა ყველგან, მსოფლიოს მასშტაბით.

იცნობდე შენს აუდიტორიას

ბრენდები, რომლებიც ზემოთ ვახსენეთ, ერთ ინდუსტრიას არ მიეკუთვნებიან. ყოველ მათგანს განსხვავებული სამიზნე სეგმენტი ჰყავს. ზოგ ბრენდს იდენტური აუდიტორია ჰყავს, რადგან მათი სერვისი ნებისმიერ ადამიანს სჭირდება, თუმცა, სხვების პროდუქტი ან მომსახურება კონკრეტულ სეგმენტზეა გათვლილი.

მაგალითად, Disney. მისი სამიზნე აუდიტორია ბავშვები და ოჯახებია. მისმა სახალისო ლოგომ დროს გაუძლო. სანამ ლოგოს დიზაინით დაკავდებოდე, გამოიკვლიე, ვისზე გინდა აქცენტირება.

ნუ გაართულებ!

ყველაზე უარესი, რაც ლოგოს შექმნისას შეიძლება ჩაიდინო, ესაა ზედმეტად ფოკუსირდე ამ საქმეზე. Microsoft Windows $63 მლრდ დოლარი ღირს, ხოლო მისი ლოგო ოთხ მარტივ კვადრატს მოიცავს, რაც საერთო ჯამში, ფანჯრის ვიზუალს ქმნის. რასაკვირველია, მიეცი კრეატივს “გზა ფართო”, თუმცა შეინარჩუნე სიმარტივე. ლოგოდიზაინის მიზანია ბრენდთან ასოცირება და არა რთული კონცეფცია.

იყავი ორიგინალური

ბევრი შეცდომას უშვებს, როდესაც ცნობილი ლოგოების “დაჩეხვითა” და ახლის აწყობით, საკუთარის შექმნას ცდილობს. გარდა იმისა, რომ ეს პლაგიატია, ის უფრო მეტ ყურადღებას მიმართავს ორიგინალი ბრენდისაკენ. ვინ იცის, რამდენჯერ მოუპარავთ “შანელის” ორმაგი “C”, თუმცა ეს ბრენდისთვის მხოლოდ მომგებიანი აღმოჩნდა. ამიტომ, კარგად შეისწავლე საკუთარი საჭიროებები და შექმენი დიზაინი, რომელიც ადეკვატურად წარმოაჩენს შენს ვებგვერდს ან პროდუქტს.

ეფექტურად გამოიყენე თავისუფალი სივრცე

თავისუფალი სივრცე, იგივე ნეგატივი, შენს ლოგოში ძალიან ფრთხილად უნდა შეიტანო. ნეგატივი უფრო ეფექტურია, როდესაც მას მკაფიო მოხაზულობა აქვს. მაგალითად, FedEx-ის ლოგოში მარტივად არის ჩასმული ისრის ფორმა ასო E-სა და x-ს შორის. ამგვარად, ლოგო თითქოს ახალ განზომილებაში გადადის.

გესმოდეს ლოგოს მნიშვნელობა

ხშირად, ლოგოს მიღმა საინტერესო ისტორია იმალება. როგორც ის ისარი FedEx-ის სიმბოლოში, რომელიც მიტანის სერვისს ასახავს, ჩაკბეჩილი ვაშლი Apple-ის ლოგოში, რომელიც დაკარგულ ბაიტს განასახიერებს – ყოველთვის არის რაღაც ამბავი შინაარსიანი ლოგიების მიღმა. ასე რომ, დარწმუნდი, რომ შენი ლოგო მხოლოდ გარეგნულად კი არ არის ეფექტური, არამედ მნიშვნელობითაც.

წყარო: adweek



განხილვა