in

როგორ წამოვიწყოთ საუბარი წვეულებებზე? — 6 რჩევა

M2
M2

წვეულებებზე, ალბათ, ხშირად ხვდებით ძველ მეგობრებს ან სულაც ახალს იძენთ, ეს თქვენთვის სასიამოვნო გამოცდილებაც უნდა იყოს, თუ, რა თქმა უნდა, საუბრების წამოწყება პრობლემას არ წარმოადგენს. თუმცა აქ საქმე არც ინტროვერტობაშია, რადგან კარგი მოსაუბრე რომ იყოთ, ამისთვის ნიჭი სულაც არ არის საჭირო, რადგან ეს უფრო მეტად უნარია, რომლის გამომუშავებაც ყველას შეუძლია. 

მართალია, უფრო მეტად საუბრის ინიციატივას ჩვენს საუკეთესო მეგობრებთან გამოვხატავთ, რომელსაც ვიცით, რაზე უნდა ვეხუმროთ ან რა ვუთხრათ ისეთი, რომ განწყობა გავუუმჯობესოთ, თუმცა არც უცხო ადამიანებთან საუბრის წამოწყებას სჭირდება რაიმე განსხვავებული. ახლა კი ამ თემაზე ძალიან ზოგადი საუბარი რომ არ გამოგვივიდეს, კონკრეტულ რჩევებს გაგიზიარებთ:

უცნობს ხვდებით? დაუსვით ახალი კითხვები

როცა საქმე უბრალოდ გამოლაპარაკებას ეხება, უმეტესობა ჩვენგანი საუბარს კარგად გაცვეთილი ფრაზებით იწყებს — როგორ ხარ?, აბა, რა ხდება?. რეალურად კი არაფერია ამ კითხვებში საგანგაშო, მაგრამ უმეტესობა გულწრფელად არ გიპასუხებთ. სწორედ ამიტომ გირჩევთ, ახალი კითხვები დასვათ — რა არის ის ერთი რამ, რასაც მოუთმენლად ელი ამ სადღესასწაულო სეზონზე? ან რა იყო ის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც გასულ წელს შენს ცხოვრებაში მოხდა?“.

ამგვარი კითხვებით თქვენს ცნობისმოყვარეობას აჩვენებთ, რომ დაინტერესებული ხართ ამ ადამიანზე მეტი შეიტყოთ, რაც საუბრების წამოსაწყებად იდეალურია. 

ხელახლა დაკავშირების იმედი გაქვთ? ცადეთ შემოქმედებითი მეთოდი

აქ კი უკვე საუბრების წამოსაწყებად შემდგომ კითხვებს უნდა მიმართოთ: რა არის ერთი სახალისო ფაქტი შენ შესახებ, რომელზეც არასდროს გისაუბრია? ან წელს რამ გაგაბედნიერათ ყველაზე მეტად?. ხოლო, თუ დიდი ოჯახური შეკრება ან სამსახურის წვეულება გაქვთ, ეს კითხვები ცადეთ: ცნობილი ადამიანი რომ იყო, რომელი იქნებოდი? / რომელია ის ერთი სიმღერა, რომელიც საუკეთესოდ გამოხატავს თქვენს პიროვნებას?, ასე სახალისო საუბრების წამოწყებასაც მოახერხებთ. 

უბრალო საუბრები მოგბეზრდათ? აქციეთ მნიშვნელოვნად

დღესასწაულებზე ხშირად ხანგრძლივ საუბრებს ვერ ვახერხებთ, ეს უფრო გადალაპარაკების ფორმატში ხდება, თუმცა კვლევის თანახმად, იმისათვის, რომ მნიშვნელოვნად ჩაითვალოს, სულაც არ არის საჭირო, საუბარი გრძელი იყოს. უბრალოდ ცადეთ, ამ დროში ის გაუზიაროთ, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია და სხვებსაც მოუწოდეთ ამისკენ. თუ მათ რაღაც მიზნის მქონეს გაუზიარებთ, ეს მეტად დაგაახლოებთ და მარტოობის გრძნობასაც გაგიქრობთ. თქვენი საუბარი, შესაძლოა, მომავალი წლის გეგმების განხილვასაც ეხებოდეს ან საუკეთესო წიგნის, რომელიც წელს წაიკითხეთ…

გრცხვენიათ? შეადგინეთ წვეულების გეგმა

თუ მორცხვი ხართ, დიდ წვეულებაზე წასვლა თქვენთვის ზუსტად ისეთი სტრესული შეიძლება იყოს, როგორც ახალი სამსახურის გასაუბრება. ამ სტრესის შემსუბუქება კი სწორედ წვეულების გეგმის შედგენით შეგიძლიათ. მაგალითად, თან წაიყვანეთ მეგობარი ან წინასწარ განსაზღვრეთ, რამდენ ხანს გაატარებთ იქ. 

ახალი სოციალური სივრცეები ხშირად შესაძლებლობასაც წარმოადგენს, რომ უსაფრთხო რისკებზე წახვიდეთ. ეს ისეთ მცირე რაღაცებში შეიძლება გამოიხატოს, როგორებიცაა ვიღაც ახალი ადამიანის მისალმება ან, რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს თქვენთვის, საუბრის პირველი წამოწყება — გახსოვდეთ, კომფორტის ზონიდან გამოსვლით იმ ბედნიერებას განიცდით, რაც მხოლოდ ადამიანებთან ინტერაქციას შეუძლია მოგიტანოთ. 

ბედნიერებას ეძებთ? გამოხატეთ მზრუნველობა

ჩვენს ძალიან სწრაფ სამყაროში ზრუნვა მხოლოდ ემოჯებით ან სოციალურ მედიაში მოწონებებით თუ გამოიხატება, მაგრამ პირად საუბრებში საქმე სხვაგვარადაა — აქ უკვე გაქვთ შესაძლებლობა, აჩვენოთ ზრუნვა იმ ადამიანებსაც კი, რომლებსაც სულაც არ იცნობთ კარგად. აი, მაგალითად თუ ადამიანს სულ ახლახან შეხვდით, შეგიძლიათ უთხრათ: ნამდვილად ვისიამოვნე თქვენთან საუბრით, სასიამოვნო იყო თქვენთან შეხვედრა.

ჩვენს სოციალურ წრეებში კი შეგვიძლია, წინ ისეთი მცირე ქმედებებით წავიწიოთ, როგორებიცაა კომპლიმენტების გაზიარება ან სხვისთვის მხარდაჭერის შეთავაზება. კოლეგისთვის იმის თქმა, რომ მასთან თანამშრომლობას აფასებთ, ან მეგობრისთვის დახმარების შეთავაზება, ან სხვისთვის იმის გაზიარება, რომ სასიამოვნო იყო მასთან შეხვედრა, თქვენ ბედნიერს გაგხდით.

ემპათიის გამოხატვა გინდათ? მიჰყევით თქვენს სურვილებს

არ აქვს მნიშვნელობა, ძველ მეგობართან ამყარებთ ხელახლა ურთიერთობას თუ ახალთან, დაგეგმეთ, რას გააკეთებთ. ჯობს უფრო კონკრეტულები იყოთ. აი, მაგალითად, მალე შევიკრიბოთო კი არ უთხრათ, არამედ შემდეგ კვირას მოგწერ და სადმე ყავა დავლიოთ

თუმცა საუბრები ყოველთვის პოზიტიური არ არის, შესაძლოა, ვინმე მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ან ახლო ადამიანის გარდაცვალების გამო იყოს შეწუხებული. ამგვარ სიტუაციებში კი გამოსავალი მხოლოდ ემპათიის გამოხატვაა. 

რა ეხმარება კომპანიას კარგი ლიდერების გამოზრდაში?

ამიერიდან Big Mac-ს საკუთარი ავტოგრაფი აქვს!