in

პოპ-არტიდან ბაუჰაუსამდე — 6 საკულტო ლოგოს რედიზაინი

ნამუშევრებზე Kapwing-ის გუნდმა იმუშავა

როგორც ბრენდის იდენტობის მთავარი ნაწილი, ლოგომ დროისა და კონკურენციის გამოცდას უნდა გაუძლოს. დღეისათვის ცნობილი ბევრი საკულტო ლოგო იმდენად დიდი ინდივიდუალიზმისა თუ კრეატიულობის მატარებელია, რომ ადამიანები თითოეულ მათგანს ერთი შეხედვით ცნობენ.

იმის დასანახად, შეიძლებოდა თუ არა ამ წარმატების გამეორება სხვადასხვა ეპოქაშიც კი, Kapwing-ის გუნდმა ექვსი ყველაზე საკულტო ლოგო თანამედროვე კომერციულ ლანდშაფტში გარდაქმნა. ამისათვის 6 გრაფიკული დიზაინის სტილია გამოყენებული, რომელიც, შესაძლოა, ისეთივე სიმბოლოა, როგორც თავად ლოგოები.

არჩეული სტილებს შორისაა არ-ნუვო: “ელეგანტური, მოციმციმე, რომანტიკული სტილი”; ბაუჰაუსი, რომელიც “ფუნქციონალიზმს, გეომეტრიას და სივრცეს” ემხრობოდა; ფუტურიზმი და სხვ.

თავად ლოგოებს კი წარდგენა არ სჭირდება: შეირჩა Apple, Google, NASA, WWF, Instagram და McDonald’s.

Apple

Apple-ის ლოგოს არ-ნუვოსეული ინტერპრეტაცია ბრენდის 1976 წლის ორიგინალ ვერსიასთან ახლოსაა. “თუმცა ბაუჰაუსი ყველაზე ნათლად გამოხატავს სტივ ჯობსის ხედვას: ნათელი, მხატვრული ინსტრუმენტი თქვენი შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად”, — აცხადებს დიზაინერების გუნდი.

Google

Google-ის ამჟამინდელი ლოგო საკმარისად მარტივია, რათა “გაუთავებელი ვარიაციები დაუშვას რეგულარულად ცვალებადი Google Doodle-ით. ასე რომ, 1980-იანი წლების და 3D ვერსია განსაკუთრებით ახლოსაა ბრენდის ხასიათთან”, — აღნიშნავს Capwing.

NASA

დიზაინერთა გუნდის თქმით, 1980-იანების სტილში შესრულებული ლოგო განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ზუსტად გამოხატავს NASA-ს იდენტობას… ეპოქას, რომელმაც განვითარებული ტექნოლოგიებისა და მზარდი რაოდენობის მკვლევრები შემოგვთავაზა.

WWF

“WWF Bauhaus-ის ლოგოს ჩვენი ხელახალი დიზაინი ფორმებს ამარტივებს და მრავალფეროვან პალიტრას ანიჭებს. 80-იანი წლების ინტერპრეტაცია კი უფრო მეტად ბავშვურ ხასიათს იძენს”. 

Instagram

როდესაც ინსტაგრამმა თავისი საკულტო ლოგოს რედიზაინი დაიწყო, ყველა თანამშრომელს სთხოვეს, საკუთარი წარმოსახვით შეექმნათ მოდელი. “ამან მოგვცა წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა “დაიწვა”. ყველაზე რთული ის იყო, რამდენად მოვწყდებოდით არსებულ ლოგოს”, — აღნიშნავს Instagram-ის დიზაინის ხელმძღვანელი, იან სპალტერი.

McDonald’s

ალბათ, როდესაც სწრაფი კვების გიგანტზე ვფიქრობთ, ყველას რონალდ მაკდონალდსის წითელი და თეთრი სახე ახსენდება… თუმცა არის კიდევ ერთი თილისმა — Speedee, რომელიც ხშირად შეუმჩნეველი რჩება. იგი სისწრაფეს უსვამს ხაზს. Speedee ჰამბურგერისგან შექმნილი შეფ-მზარეულია, რომელიც პოპ-არტის სტილში ინტერპრეტირებულ ლოგოში ჩანს.

დაბოლოს, უნდა გვახსოვდეს, რომ ლოგოს მთავარი უპირატესობა ბრენდის ერთგულება და ამავდროულად, შთაგონების წყაროების გაფართოებაა. “პატიოსნება და მონდომებაა საჭირო იმ ხატის შესაქმნელად, რომელიც სამყაროს თვალის ბადურაზეა აღბეჭდილი”, — ამბობენ Kapwing-ში.

„გრანდ ნოელ ბაკურიანი“ – ახალი საინტერესო ლოკაცია ბაკურიანში

მათთვის, ვინც არ უზიარებს სითბოს – Luminor ბანკის კამპანია