4
Apr
2019

დაღესტანში, მე-6 საუკუნის ქართულენოვანი სახარება აღმოაჩინეს

4 Apr 2019

დაღესტანში, ქალაქ მახაჩკალაში, მე-6 საუკუნეში ასომთავრულით დაწერილი სახარება აღამოჩინეს. ინფორმაცია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში უკვე დაადასტურეს. მათი თქმით, არაბული ხელნაწერი, რომლის ქვედა ფენაზეც ასომთავრულით გადაწერილი ტექსტი იკითხება, ქართული სამეცნიერო წრისთვის 2014 წლიდანაა ცნობილი. პირველი სამეცნიერო სტატია კი, ამ საკითხზე, 2016 წელს გამოქვეყნდა.

„ცხადია, ინფორმაცია ხელნაწერის შესახებ ჰქონდა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსაც. ცენტრმა 2014 წლიდან დაიწყო მოლაპარაკეკები, რათა მეცნიერებს საშუალება ჰქონოდათ ჩასულიყვნენ დაღესტანში და ადგილზე შეესწავლათ ხელნაწერი. 2018 წელს დაღესტნის ქალაქ მახაჩკალაში ისტორიის, ეთნოგრაფიისა და არქეოლოგიის ინსტიტუტში, მივლინებით იმყოფებოდა აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი ჩიტუნაშვილი დალი. მან შეისწვლა ხელნაწერი და დაადგინა, რომ პალიმფსესტის ქვედა ფენა არის სახარება, რომელიც სრული ტექსტოლოგიური კვლევის დასრულებამდე VI-VII საუკუნეებით შეიძლება დათარიღდეს. ამ ეტაპზე ხელნაწერის ტექსტი მთლიანად იდენტიფიცირებული და გადმოწერილია. აღსანიშნავია, რომ ხელნაწერი მზადდება გამოსაცემად“, – ნათქვიამია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის განცხადებაში.



განხილვა