16
ივნ
2017

6 შეკითხვა, რომელიც დამსაქმებელს აუცილებლად უნდა დაუსვათ

16 ივნ 2017

გასაუბრებაზე, როგორ წესი, შეკითხვებს მხოლოდ პოტენციური დამსაქმებლები სვამენ. არა და, სპეციალისტები თვლიან, რომ ორგანიზაციის წარმომადგენლებს,  რამდენიმე შეკითხვა თქვენც უნდა დაუსვათ.  არსებობს თემები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ეფექტური მუშაობისთვის და წინასწარ უნდა იცოდეთ, რამდენად დარეგულირებულია აღნიშნული საკითხები კომპანიაში. წარმოგიდგენთ 6 შეკითხვას, რომელიც გასაუბრებაზე აუცილებლად უნდა დაუსვათ თქვენს პოტენციურ დამსაქმებელს.

statiebi-bog

რა საერთო თვისებები და უნარები გააჩნიათ კომპანიის თანამშრომლებს?

ყველა ორგანიზაციაში გუნდს, რაღაც აერთიანებს. მაგალითად, კომპანიაში სამუშაო დღე  გვიან სრულდება, ან კრეატიულობა უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე მეთოდოლოგია და ამაზე ყველა თანხმდება. ასეთი ინფორმაციით, გაიგებთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის გუნდის მუშაობის ძირითადი პრინციპები.

რა ძირითადი წესებით აღწევთ კონკრეტულ შედეგებს კომპანიაში?

თანამშრომელი დამსაქმებლისთვის  ინვესტიციაა. კომპანიის ხელმძღვანელობა,  გადახდილი ხელფასის სანაცვლოდ, თქვენგან მეტ შემოსავალს ელოდება.

რას ელით ჩემგან პირველი 90 დღის განმავლობაში?

ორგანიზაციაში თქვენი  ადგილი უნდა დაიკავოთ და სამუშაო გარემოში რაც შეიძლება სწრაფად და მარტივად უნდა მოახერხოთ ადაპტაცია.

გასაუბრება

რა არის წელს კომპანიისთვის მთავარი მიზანი და რა როლს შევასრულებ მე ამ ყველაფერში?

ამ შეკითხვის პასუხით, მიხვდებით, იგრძნობთ თუ არა თავს გუნდის მნიშვნელოვან წევრად. უნდა იცოდეთ, რისთვის და ვისთვის მუშაობთ.

რამდენი თანამშრომელი მიიღეთ კომპანიაში თქვენივე კადრების რეკომენდაციით?

თუ თანამშრომელს უყვარს სამსახური,  საკუთარ ორგანიზაციას მეგობრებსა და  კოლეგებს ურჩევს. ნიჭიერი და ჭკვიანი ადამიანი, სამსახურში, ასეთივე კადრს მოიყვანს. ერთად კი, აუცილებლად, ჯანსაღ სამუშაო გარემოს შექმნიან. ეს იმაზე მეტყველებს, რომ კომპანიაში მაღალი დონის სამუშაო ხარისხი და კულტურა იქნება.

რას საქმიანობენ თანამშრომლები თავისუფალ დროს?

აუცილებელია, იცოდე, რას საქმიანობენ თქვენი კოლეგები ზოგადად, ცხოვრებაში. დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ პროფესიულ და ადამიანურ დონეზე სწორ არჩევანს აკეთებთ.



განხილვა