მოდით, იმაზე შევთანხმდეთ, რომ ჰობი, არ აქვს მნიშვნელობა, კრეატიულია, ფიზიკური თუ საზოგადოებაზე დაფუძნებული, სტრესის მართვისა და სოციალური კავშირების ეფექტურ გზას წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, ბევრი ზრდასრული უარს ამბობს მასზე ხშირად დროის, პირადი ეჭვებისა თუ წვდომის საკითხების გამო… თუმცა თუ სურვილი გაქვთ და არ იცით, საიდან დაიწყოთ, ჰობის ტიპებს გაეცანით და შემდგომ თქვენთვის სასურველი აირჩიეთ:
აქტიური ჰობები: შესანიშნავ გზას წარმოადგენს სოციალიზაციისთვის, სუფთა ჰაერზე გასვლასა და მზის სხივების მიღებაშიც გვეხმარება. აქ ისეთი სპორტული კლუბები იგულისხმება, როგორებიც ფეხბურთი და კალათბურთია ან იმგვარი ფიტნესზე დაფუძნებული აქტივობები, როგორებსაც იოგა, ლაშქრობა, სირბილი თუ ცეკვა წარმოადგენს.
შემოქმედებითი ჰობები: შემოქმედებითობა საოცრებებს ჩადის ჩვენს გონებაში. კვლევებმაც კი დაადასტურა, რომ სტრესის დონეებს ამცირებს და კეთილდღეობასაც მოზარდებში. ამგვარი ჰობები ახალი უნარების დასწავლაში გვეხმარება და საკუთარი თავის გამოხატვის საშუალებასაც გვაძლევს. ვარიანტებიც უსაზღვროა, იქნება ეს ფერებით ექსპერიმენტების ჩატარება, სკეტჩების ხატვა, ლექსის ან პატარა მოთხრობის დაწერა, ახალ ინსტრუმენტზე დაკვრა თუ თეატრალურ სკოლაში მისვლა.
საზოგადოებაზე დაფუძნებული ჰობები: არ აქვს მნიშვნელობა, ახლა გადახვედით ახალ სივრცეში თუ უბრალოდ თქვენ ირგვლივ არსებულ საზოგადოებასთან გსურთ მეტად დაკავშირება, მსგავსი ჰობები შესანიშნავი გზაა კავშირების დასამყარებლად და სტრესის შესამსუბუქებლად. ამიტომაც, მიმართეთ მოხალისეობას თქვენთვის საინტერესო საკითხებისთვის, იქნება ეს წიგნის კლუბი თუ ცხოველების მოვლა.
მოულოდნელი ჰობები: გაგიკვირდებათ და ისეთი ჰობებიც არსებობს, რომლებიც ნიშკატეგორიაში ექცევა. აღნიშნულიც შესანიშნავი გზაა ცოდნის მისაღებად და კომფორტის ზონიდან გამოსასვლელად. აქ ჩიტების ყურებას, სანთლების ან საპნების კეთებას, ახალი ენის სწავლას, ხეზე მუშაობას და მსგავს აქტივობებს მოიაზრებენ.
ჰობები, რომლებზეც არ იცოდით, რომ ჰობებად კლასიფიცირდებოდა: ბარათების კოლექცია გაქვთ? ან დილით ყავის მარცვლების დაფქვა სიამოვნებას განიჭებთ? ეს კოლექციებიც და ჩვენს საყვარელ საკვებთან თუ სასმელთან დაკავშირებული რუტინებიც ჩვენს ჰობებად შეგვიძლია, ვაქციოთ. ისეთ უნარებსაც შეგვიძლია დავეუფლოთ, რომელთა სწავლა ყოველთვის გვაინტერესებდა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ, იქნება ეს კოდირება, გრაფიკული დიზაინი თუ რაღაც კონკრეტული რეცეპტით მომზადება.
ქალაქის თუ სოფლისთვის დამახასიათებელი ჰობები: ამ ტიპის ჰობები იმ გეოგრაფიულ გარემოს ებმის, რომელშიც ვცხოვრობთ. თუ ქალაქში მეტი საზოგადოებრივი ცენტრი და ინტერესებზე დაფუძნებული ჯგუფებია, შესაბამისად, სოციალურ ჰობებში ჩართვის შესაძლებლობა გვაქვს, სოფლებსა თუ ნაკლებად განვითარებულ სივრცეებში, მწვანე სივრცეში დროის უფრო დიდხანს გატარების საშუალება გვეძლევა, იქნება ეს ჰაიკინგი თუ მებაღეობა.
ამგვარად, არჩევანი თქვენზეა.











