ლონდონში დაფუძნებულმა რესტორანმა Jolene ლოგოს განახლება გადაწყვიტა და დიზაინის ფირმა Studio Frith-ს დაუსვა ამოცანა, რომ ბრენდის ახალი ვიზუალური იდენტობის მთავარი მახასიათებელი ნაივურობა უნდა ყოფილიყო.
თავის მხრივ კი, სტუდიის დამფუძნებელმა, ფრის კერმა დახმარებისთვის საკუთარ 6 წლის ვაჟს მიმართა. ნიმუშებიდან, რომელიც ბავშვმა შექმნა, კერმა ასოებს შორის „უნიკალური დაშორების“ მქონე ვარიანტი აირჩია და მის გასაციფრულებლად შერეული – Sans Serif-ის ზედა და ქვედა რეგისტრის ასოები გამოიყენა, წერის ბავშვებისთვის დამახასიათებელი ნიშნის შესანარჩუნებლად.
ახალი ლოგოტიპი რესტორნის ტაბლოს, ინტერიერის, მენიუსა თუ აქსესუარების განუყოფელი ნაწილი გახდა.