კოსმონავტიკის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბრიტანეთის კოსმოსურმა სააგენტომ მთავარ ვიზუალურ სიმბოლოდ ექვსი წლის ბიჭის მიერ დახატული ლოგო შეარჩია. ლოგო წლევანდელ კოსმოსურ სატელიტებზე გამოჩნდება. ბრიტანეთი პირველი ევროპული ქვეყანა გახდა, რომელმაც პატარა თანამგზავრების გაშვება კლიმატური ცვლილებების მონიტორინგისთვის, სატელევიზიო ტრანსლაციის, ნავიგაციისა და კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად გადაწყვიტა.
ექვსი წლის კალუმ უილკინსონის დიზაინში გამოხატულია თანამგზავრი, რომელიც დედამიწას უვლის გარშემო. ნამუშევარში ასახულია კოსმოსური ტექნოლოგიები და კლიმატის ცვლილება. უილკინსონის ლოგო 10 000 სხვა ნამუშევარს შორის გახდა რჩეული. კონკურსში 4-11 წლის მოზარდები მონაწილეობდნენ.












