22
Oct
2019

61% ირჩევს „პეპსის“

22 Oct 2019

 

ალბათ, ბევრმა შენიშნა „პეპსის“ სტენდები თბილისსა და ბათუმის ყველაზე ხალხმრავალ წერტილებში, ამ ზაფხულს. ვისაც ჯერ არ გსმენიათ, გეტყვით, უკვე მესამედ საქართველოში, Pepsi-ის გემოს გამოწვევა ჩატარდა. 21 ივნისიდან 29 აგვისტოს ჩათვლით, ქუჩაში გამვლელს „პეპსის“ სტენდთან უფასო ცივ, გამაგრილებელ, შუშხუნა სასმელს სთავაზობდნენ.

ჯამში, ორივე ქალაქში, გამოწვევაში 30 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და მათგან 61%-მა აირჩია „პეპსი“.

წესები მარტივი იყო – ე.წ. ბრმა დაგემოვნების მეთოდის გამოყენებით, ორი დაფარული კოლადან უნდა აერჩიათ ერთ-ერთი – ფავორიტი გემო. მხოლოდ არჩევანის დაფიქსირების შემდეგ ხდებოდა ცნობილი „პეპსი“ იყო ეს, თუ სხვა კოლა.

წელს, გამოწვევა, საინტერესოსთან ერთად იმდენად სახალისოც აღმოჩნდა, რომ ცნობილი ადამიანებიც ჩაერთვნენ, მათ შორის ყველასათვის საყვარელი ბახვა, მაჩვი… ბენდმა Showtime გამოწვევას სიმღერაც კი მიუძღვნა.

სწორედ ამ მუსიკის ფონზე გამოსცადეს ჯგუფის წევრებმა საკუთარი თავი და ფავორიტი გემოს არჩევა სცადეს.

ლეგენდარული „პეპსის“ გემოს გამოწვევა მსოფლიოში 1975 წლიდან ტარდება და მას ძალიან საინტერესო ისტორია აქვს, რომელიც დღემდე გრძელდება.

[R]

განხილვა