5G კავშირი ჯერ კიდევ ახალია და უკვე 6G ფიჭური ტექნოლოგიის შესახებ ვიგებთ… პირდაპირ გეტყვით, იაპონიაში ჩატარებულმა ტექნოლოგიურმა დემო ვერსიამ უკაბელო მოწყობილობის პროტოტიპი წარადგინა, რომლის მონაცემთა გადაცემის სიჩქარემ წამში 100 გიგაბაიტს მიაღწია. უფრო მარტივად გასაგები რომ იყოს, ეს 5G-ის მაქსიმალურ შესაძლებლობაზე 10-ჯერ და საშუალო 5G სმარტფონზე 500-ჯერ უფრო სწრაფია!
იაპონური სატელეკომუნიკაციო კომპანიის NTT-ის, იაპონური მობილური ტელეფონის ოპერატორის DOCOMO-ის, ელექტრონული კორპორაციების NEC-ისა და Fujitsu-ის ხანგრძლივი კვლევისა და განვითარების შედეგად, მოწყობილობა მაღალ სიხშირეს 100-300 გიგაჰერცს დიაპაზონში იყენებს. ეს კი მას საშუალებას აძლევს, იმაზე მნიშვნელოვნად მეტი ინფორმაციები „შეინახოს“, ვიდრე წინა თაობის სტანდარტები გვთავაზობდა.
მართალია, ტექნოლოგიაზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მაგრამ ექსპერიმენტმა უკვე აჩვენა სტაბილური კავშირი 100 მეტრზე. საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წინსვლისას, სავარაუდოდ, გადამცემთა და მიმღებთა განსხვავებული ფორმები გახდება საჭირო, რადგან საბოლოოდ 6G ქსელი აშენდება, რომლის დიდი ნაწილიც მსგავს ინოვაციებს ეყრდნობა. აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიის დემო ვერსიის მისაღებადაც მრავალი ახალი აღჭურვილობა გახდა საჭირო. თუმცა ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, ამ აღჭურვილობის ზომაც და ღირებულებაც ნელ-ნელა მცირდება.
ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ 10 გჰც მაქსიმალური სიჩქარე 5G-ისთვის მხოლოდ იდეალურ პირობებში მიიღწევა. ხოლო Opensignal-ის თანახმად, ამერიკაში საშუალო 5G სიჩქარე სმარტფონებისთვის T-Mobile-ზე, რომელიც საუკეთესო 5G სიჩქარეს ჰპირდება მომხმარებლებს, 186.3 მჰც-ს უდრის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 6G გაუმჯობესებულ სიჩქარეს გვპირდება, ეს კი გამოსადეგი იქნება ყველაფერში, დაწყებული მაღალი რეზოლუციის კინოს გადმოწერით და დამთავრებული კომუნიკაციებით ავტონომიურ მოწყობილობებს შორის.
როგორც 5G-ის შემთხვევაში, აქაც იქნება წინსვლა გამტარუნარიანობისა და ქსელის სიმძლავრის თვალსაზრისით — უფრო მეტ მოწყობილობას შეეძლება ერთდროულად დაკავშირება. მარტივად გასაგები რომ იყოს, თუ კონცერტზე, აქციაზე ან სპორტულ თამაშზე ტელეფონის სიგნალი დაგიკარგავთ, ეს ის პრობლემაა, რომელსაც ახლა 6G მოაგვარებს.
საინტერესოა ისიც, რომ გარკვეულ სიტუაციებში 6G კავშირმა Wi-Fi-ის საჭიროებაც მოგვაშორა თავიდან, რა პროცესიც უნდა ითქვას, რომ 5G-ის გამოჩენიდანვე დაიწყო… დიახ, ეს იმას ნიშნავს, რომ, შესაძლოა, სახლსა თუ ოფისებში ფიზიკური კაბელების გაშვება აღარ დაგვჭირდეს.
დაბოლოს, Nokia-ს გამოთვლებით, 6G კავშირი კომერციულად ხელმისაწვდომი 2030 წლისთვის გახდება, მანამდე კი საკმარისი დრო გვაქვს, 5G-ის შესაძლებლობები მაქსიმალურად რომ გამოვიყენოთ…