in

რას გვეუბნება კომუნიკაციის დროს 7-38-55-ის წესი?

M2
M2

გსმენიათ ამ წესის შესახებ? პირველად ფსიქოლოგმა ალბერტ მეჰრაბიანმა 1967 წელს კალიფორნიის უნივერსიტეტში გააჟღერა, შემდგომ კი ამაზე დეტალურად ისაუბრა თავისსავე წიგნში Silent Messages. ამ წესის თანახმად, კომუნიკაციის 7%-ს ჩვენივე სიტყვებით გადავცემთ, 38%-ს ხმის ტონით, ხოლო 55%-ს სხეულის ენით. საკმაოდ მარტივი და მიმზიდველი ფორმულაა, ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ მრავალი ადამიანი მიმართავს მას. თუმცა აქ ერთი პრობლემაა — როგორც ამბობენ, წესი არასწორადაა გააზრებული… და თუ ამის გამოსწორებას შეძლებთ, თქვენი ემოციური ინტელექტიც გაუმჯობესდება.

და რას ვერ იგებენ ადამიანები სწორად 7-38-55-ის წესში?

რომ დაგუგლოთ, ძირითადად ისეთ სტატიებს იპოვით, რომლებიც უკეთესი სამსახურებრივი ინტერვიუებისა თუ ბიზნესმოლაპარაკებების ჩატარებაში გეხმარებათ, უბრალოდ თქვენი სხეულის ენის, ხმის ტონისა და არავერბალური სიგნალების ამოცნობით. ერთი შეხედვით, სწორი სტრატეგია კია, მაგრამ სტატიების უმეტესობაში ერთი პრობლემა იკვეთება — ის არ არის, რაზეც მეჰრაბიანი საუბრობდა. 

ექსპერიმენტები, რომლებსაც ეს წესი ეფუძნება, სულ არ ყოფილა გაყიდვებსა და ინტერვიუებზე ჩატარებული, კონკრეტულ სიტუაციებზე იყო კონცენტრირებული, როცა ადამიანები საკუთარ გრძნობებზე საუბრობდნენ და მათი სიტყვები და გამოხატვის ფორმები არ ესადაგებოდა ერთმანეთს. 

მეჰრაბიანის აღწერით, „მოწონება = 7% ვერბალურად მოწონება + 38% ვოკალური მოწონება + 55% გამომეტყველების მოწონება“ — ეს და სხვა მსგავსი გამოთვლები იყო წარმოდგენილი თავდაპირველ ექსპერიმენტში, რომლებიც კონკრეტულად ფოკუსირებულია გრძნობებისა და დამოკიდებულებების, მარტივად რომ ვთქვათ, მოწონება-არმოწონების კომუნიკაციაზე. ამგვარად, თუ კომუნიკატორი არ განიხილავს თავის გრძნობებსა და დამოკიდებულებებს, არც ეს წესი გამოდგება:

ურთიერთსაწინააღმდეგო ემოციური სიგნალების წაკითხვა მნიშვნელოვანია

მეჰრაბიანის წესში მთავარი ის არის, რომ მხოლოდ გრძნობებს ესადაგება და არა, ფაქტობრივ კონტენტს და მხოლოდ მაშინ მუშაობს, როცა განსხვავებული სიგნალები იკვეთება. კარგი ამბავი კი ის არის, რომ ეს წესი შეგვიძლია, გამოვიყენოთ უამრავ ისეთ სიტუაციაში, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრებაში. 

აი, მაგალითად თუ გაინტერესებთ, რატომ გეუბნებათ თქვენი შეყვარებული, რომ თავს კარგად გრძნობს, როცა რეალურად გაბრაზებულია ან გინდათ გამოავლინოთ შეხვედრაზე თქვენი თანამშრომლები ახალ ინიციატივას გამოიჩენენ თუ არა, თამამად შეგიძლიათ 7-38-55-ის წესს მიმართოთ. 

ეს მაშინაც გამოგადგებათ, როცა საკუთარი გრძნობების გადმოცემას ეცდებით. სიტყვებს კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ საკმაოდ შორსაა იმისგან, რაც უნდა გაითვალისწინოთ — თუ რასაც სიტყვებით ამბობთ, ეწინააღმდეგება თქვენს ტონსა და სხეულის ენას, ადამიანები მხოლოდ იმას დაუჯერებენ, რასაც საკუთარი თვალებით ხედავენ და არა იმას, რასაც საკუთარი ყურებით ისმენენ. ეს კი განსაკუთრებით იმ ლიდერებმა უნდა გაითვალისწინონ, რომლებიც ფიქრობენ, რომ ემოციურად დელიკატურ საკითხებს ელ.ფოსტით ან ზუმით მოაგვარებენ.

ამგვარად, სხვების ემოციების წაკითხვა და საკუთარი ემოციების ფრთხილად კომუნიკაცია ემოციური ინტელექტის მნიშვნელოვანი კომპონენტია. 7-38-55-ის წესი კი აქ ძალიან გამოგადგებათ…

რაში გვჭირდება კარგი კომუნიკაციის უნარი?

BELLE MAISON — „შექმენი შენი მომავალი“ IRIS CERAMICA GROUP-თან ერთად!