in

7 AI ხელსაწყო ვიდეოების შესაქმნელად

კონტენტის გარეშე დღეს არაფერი აღარ იქმნება და ხელოვნური ინტელექტიც მისი განუყოფელი ნაწილი ხდება. ყველაზე მეტი პოპულარობა მაინც ვიდეოებს აქვს, ამიტომ უნდა ვიცოდეთ მათი შექმნის ყველა ეტაპი, რომლებიც აუცილებელია ხარისხიანი ვიდეოს მისაღებად.

ამ სტატიაში გვინდა, გაგიზიაროთ ისეთი ხელსაწყოები, რომლებიც ვიდეოების გენერირებაში, რედაქტირებასა და დამუშავებაში დაგეხმარებათ.

Canva – მარტივი AI ვიდეოების შესაქმნელად

თქვენ უკვე იცნობთ Canva-ს და მის გრაფიკულ შესაძლებლობებს, მაგრამ იცოდით, რომ მას ასევე აქვს AI-ზე მომუშავე ვიდეორედაქტორი? Canva’s Magic Studio გთავაზობთ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ ვიდეორედაქტირების ინსტრუმენტებს, როგორებიცაა: ტექსტის ვიდეოდ გარდაქმნა, ვიზუალური ეფექტების დადება და AI პერსონაჟების შექმნა. 

თუ თქვენ უკვე იყენებთ Canva-ს დიზაინისთვის, ეს ხელსაწყოც დაამატეთ.

Veed

Veed ალბათ საუკეთესო ხელსაწყოა ხელოვნური ინტელექტის საშუალებით სრული ვიდეოს შესაქმნელად, მათ შორის, ხმის დასადებად, მუსიკალური გაფორმებისთვის და უნიკალური კადრებისთვის. 

პირობითად, თუ მას გაუწერთ ბრძანებას: „ქალი ოფისში”, ის გკითხავთ, როგორი ვიდეო გსურთ: რეალისტური, ხელით დახატული, ვინტაჟური თუ სხვა. 

Sora

ეს OpenAI-ის უახლესი ქმნილებაა, რომელმაც ინტერნეტმომხმარებლებში მოიპოვა პოპულარობა. მას შეუძლია ვიდეოების შექმნა ერთი მარტივი ტექსტური მოთხოვნის საფუძველზე. აგრეთვე, შეგიძლიათ, გაუგზავნოთ ბრძანება თითოეული კადრისთვის. 

Sora ხელმისაწვდომია, როგორც ChatGPT Plus-ის ნაწილი თვეში 20 დოლარად.

Hailuo AI

ესეც ვიდეოგენერატორია, რომელსაც რამდენიმე გამორჩეული ფუნქციონალი აქვს. ესენია: ერთი და იგივე სიმბოლოს გამოყენება სხვადასხვა ვიდეოში და კამერის მოძრაობის კონტროლი. 

გარდა ამისა, მას აქვს მომხმარებლის გალერეა, სადაც შეგიძლიათ, დაათვალიეროთ როგორ გამოიყენეს სხვებმა ეს ხელსაწყო.

Descript

Descript-ს არ აქვს AI ვიდეოს შექმნის ისეთი ფუნქციები, როგორც ამ სიის სხვა ვარიანტებს. ის მხოლოდ ვიდეორედაქტორია, თუმცა კარგი რედაქტორი. მის ფუნქციებს შორისაა: მწვანე ეკრანის რედაქტორი, თვალის კორექტორი, სტუდიური ხმა და რეგენერაციული AI ფონური ხმაურის მოსაშორებლად. 

მას აქვს როგორც უფასო ვერსია, ისე ფასიანიც, რომელიც თვეში 12 დოლარი ღირს.

Synthesia

თუ გჭირდებათ მოლაპარაკე პერსონაჟი ვიდეოებისთვის, მაგრამ თავად არ გსურთ გადაღება და სხვისი გადაღების დამენეჯმენტებაც გერთულებათ, ეს პლატფორმა მოგეწონებათ. Synthesia გთავაზობთ 70-ზე მეტ AI ავატარს და 120 ხმას. მეტიც, თქვენ შეგიძლიათ, საკუთარი თავის ავატარიც კი შექმნათ, ამისთვის ატვირთავთ პატარა ვიდეოს და შემდეგ მას ხელოვნური ინტელექტი გარდაქმნის. 

Synthesia-ს პაკეტები 22 დოლარიდან იწყება და ფასი ფუნქციების მიხედვით იზრდება.

Runway

მიუხედავად იმისა, რომ Runway მოითხოვს ცოტა მეტ ტექნიკურ ცოდნას, ვიდრე Sora, ეს AI ვიდეოგენერატორი შეიცავს რამდენიმე ისეთ ფუნქციას, რომლებსაც შეუძლია, თქვენი ყველაზე მწირი წარმოსახვაც კი რეალობად აქციოს. პლატფორმის Gen-3 Alpha მოდელს შეუძლია შექმნას ვიდეოები ტექსტური მოთხოვნიდან, გააცოცხლოს უძრავი სურათები და შექმნას ავატარები, რომლებიც ტექსტის სინქრონულად ამოძრავებენ ტუჩებს. ასევე, მხოლოდ რამდენიმე დაწკაპუნებით შეგიძლიათ, მოაშოროთ უკანა ფონი ან შეანელოთ კადრები.

უფასო გეგმა ხელმისაწვდომია 125 ერთჯერადი კრედიტით, სტანდარტული გეგმა კი იწყება $15-დან.

როგორ დავეხმაროთ გუნდს გადაწყვეტილების მიღების პროცესში

Super Bowl-ის 5 რეკლამა, რომლებმაც შეიძლება აგატიროთ