თუ ბოლო დროს ყველა დიზაინი ერთმანეთის მსგავსად გეჩვენებათ, თქვენ კი რაღაც განსხვავებულის შექმნა გსურთ, ერთ მინიშნებას მოგცემთ: ტიპოგრაფიას ბევრი რაიმეს შეცვლა შეუძლია… ამიტომაც ახლა ახალ შრიფტებს გაგიზიარებთ, რომლებიც დიზაინის ამჟამინდელ ტრენდებსაც ასახავს და განსხვავებული დიზაინის შექმნაშიც შეგიძლიათ, დაიხმაროთ:
- Piet by Typemates
ამ შრიფტის იდეა არც მეტი, არც ნაკლები ,ფინური სანომრე ნიშნებისგან მოდის, რომლის ავტორებიც გერმანული სააგენტო Typemates-ის დიზაინერები არიან. Piet sans და mono შრიფტების საინტერესო წყვილს წარმოადგენს უცნაური ციფრებითა და პრაქტიკული ფორმებით. როგორც ამბობენ, “Piet ტიპოგრაფიულ შეზღუდვებს სტილისტურ ძლიერ მხარედ გარდაქმნის“.
- Pitanga by Fabio Haag
ახალი ორგანული კალიგრაფიული შრიფტია, რომელიც სოფია მორის დიზაინით ბრაზილიურ Fabio Haag-თან თანამშრომლობით შეიქმნა. ეროვნული კულტურის მრავალფეროვნებითაა შთაგონებული. მსუბუქი და თავისუფალი შტრიხებით ექსპრესიულ პიროვნებას წარმოაჩენენ, რაც მრავალმხრივი გამოყენებისთვის იდეალურს ხდის.
- Push by Fontwerk
მარტივად რომ გითხრათ, ადრეულ გროტესკულ და გოტიკურ დიზაინებს ეხმიანება, Push-ის შექმნაზე კი შვეიცარიელმა დიზაინერმა ქრისტინე გერშმა იმუშავა. როგორც ამბობენ, sans-serifs-ის პირველი 100 წლის ასოებს ეხმიანება, თუმცა ამასთან, თანამედროვეცაა. მაგალითისთვის G Thorowgood-ის 1830 Seven-Line Grotesque-ითაა შთაგონებული, როცა a 1930-იანი წლების Plak-იდან.
- Modwood Display by Adam Grimes
ეკლექტური, პიროვნულობით სავსე შრიფტია, რომელიც თანამედროვე, გეომეტრიული, ორგანული თუ უჩვეულო ესთეტიკის ნაზავს გვთავაზობთ. ადამ გრიმსმა შექმნა, რომელიც ლოს-ანჯელესში დაფუძნებული დიზაინის სტუდიის TRÜF-ის თანადამაარსებელი და შემოქმედებითი ხელმძღვანელია.
„Modwood Display შეიძლება იყოს სერიოზული, მეამბოხე, ერთგული, მხატვრული ან უბრალოდ უცნაური, იმისდა მიხედვით, თუ როგორ იმუშავებთ მასზე“, — აცხადებს გრიმსი.
- Renotype by Radim Peško
Renotype-ის ოჯახი მრავალ სტილს აერთიანებს, დაწყებული ტრადიციული (Regular, Italic) შრიფტებით, გაგრძელებული სტანდარტული (Mono) და სახალისო (Quasitalic) ფონტებით და დამთავრებული სპეკულაციური ასო-ბგერებით (Medieval). ჩეხი დიზაინერის რადინ პესკოს ნამუშევარია, რომლის თქმითაც: „Renotype 7 წლის წინ, როგორც ფორმალური სავარჯიშო, ისე დაიწყო. მიზანი მარტივი შრიფტის შექმნა იყო, რომელიც შეიძლებოდა, ყოფილიყო არქეტიპი ლათინური ანბანის სიმბოლოებისთვის. პროპორციებითა და ცვლილებებით საუკუნეების განმავლობაში, იგი პასუხობს ასოების ფორმებს, რომლებიც კონკრეტულ ეპოქას ან ინსტრუმენტს კი არ უკავშირდება, არამედ ესთეტიკურად ფუნქციურია“.
- Gramercy by Robert Janes
ეს შრიფტი რობერტ ჯეინსმა Dinamo Typefaces-ისთვის შექმნა. თუ მისი პირველი სკეტჩი Amalthea-ს (1956) შრიფტით იყო შთაგონებული, რომელიც Schneidler-Mediäval-ის (1938) დახრილ კომპანიონს წარმოადგენდა და ეს უკანასკნელი მე-16, მე-17 საუკუნის უფრო მკაცრი ფრანგული სტილიდან იღებდა დეტალებს, ახლა ეს ყველა ინგრედიენტი რობერტმა Gramercy-ში გააერთიანა.
- Zabawa by The Northern Block
დაბოლოს, Zabawa, როგორც ამბობენ, შესანიშნავი ფონტია თქვენს პროექტებში ბედნიერების შესატანად. დინამიკური და ენერგიული ხასიათით შთაბეჭდილების მოხდენაც შეუძლია, რომელიც მნახველს დიდხანს გაჰყვება… აღნიშნული შრიფტი პოლონელმა დიზაინერმა ჯოანა ანგულსკამ The Northern Block-ისთვის შექმნა: