5
Nov
2018

თუ ადამიანებს მოწონხართ – მოგისმენენ, თუ გენდობიან – ბიზნესპარტნიორობას შემოგთავაზებენ 

5 Nov 2018

მარტივი ჭეშმარიტებაა, თუ ადამიანებს მოწონხართ – მოგისმენენ, თუ გენდობიან, ბიზნესპარტნიორობასაც კი შემოგთავაზებენ. გარშემომყოფების თქვენდამი დამოკიდებულებას, თითქოს, ელემენტარული, მაგრამ მნიშვნელოვანი ქცევები განაპირობებს. წარმოგიდგენთ ტექნიკას, როგორ მოიპოვოთ სხვების პოზიტიური განწყობა და ნდობა.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ნევროლოგები ამბობენ, რომ ადამიანები თავს კომფორტულად გრძნობენ, როდესაც ვინმეს მსგავსი ქცევა აქვს. ამიტომ, თუ შთაბეჭდილების მოხდენა გსურთ, გადაიღეთ მათი მიმიკები და ქცევები. გაუმართავად საუბრობენ? თქვენც ასე ილაპარაკეთ. აქტიურად იყენებენ ჟესტების ენას? იგივე გააკეთეთ. ოღონდ, ეცადეთ, არ გადააჭარბოთ, რომ ეს ყველაფერი პაროდიას არ დაემსგავსოს.

პირველი შთაბეჭდილება ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, არაფრის მომცემი, მშრალი ხელის ჩამორთმევის ნაცლად, „მკვდარ თევზს“ რომ ეძახიან, ეცადეთ მოიფიქროთ, მისალმების საფირმო, მხოლოდ თქვენთვის დამახასიათებელი ჟესტი.

როგორც წესი, ადამიანებზე დეტალები პოზიტიურად მოქმედებს. ამიტომ, კომუნიკაციის დროს თვალებით კონტაქტი უმნიშვნელოვანესია. როცა თანამოსაუბრეს ხელს ჩამოართმევთ, თვალებში უყურეთ. წარმოიდგინეთ, ვიღაც პირველად გხვდებათ და საუბრისას გვერდზე იყურება, თითქოს, დიდად არც სიამოვნებს თქვენთან ლაპარაკი. რა შთაბეჭდილება დაგრჩებათ?! ამიტომ, არ დაგავიწყდეთ თვალებით კონტაქტი.

ადამიანები, გარშემომყოფების განწყობაზე დიდ გავლენას ახდენენ. თუ ნერვულობთ, სხვებიც იძაბებიან, თუ არ ღელავთ, თანამოსაუბრეებიც ანალოგიურად გრძნობენ თავს. ამიტომ, მისალმებამდე, ღრმად ჩაისუნთქეთ და დარწმუნდით რომ მშვიდად ხართ. 

შეხვედრაზე ყოველთვის მხრებში გამართული იყავით, არ აქვს მნიშვნელობა, ზიხართ თუ ფეხზე დგახართ. სხეულის ენაზე, მოხრილი ჯდომა, მხრებჩამოშვებული დგომა, კომპეტენციის ნაკლებობაზე მიუთითებს. ამიტომ, თუ გსურთ, თანამოსაუბრეზე, კოლეგაზე, პოტენციურ პარტნიორზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ, ბეჭებსა და წელში გაიმართეთ.

შეხვედრაზე შესვლისთანავე  გაიღიმეთ და ყველას მიესალმეთ. ადამიანი, როგორც ამბობენ, სოციალური ცხოველია და მოსწონს, მის მიმართ კეთილგანწყობასა და თბილ დამოკიდებულებას რომ ავლენენ.

თუ ამ ნიუანსებს გაითვალისწინებთ, შეგიძლიათ, დარწმუნებული იყოთ, რომ პირველსავე შეხვედრაზე დადებით შთაბეჭდილებას მოახდენთ გარშემომყოფებზე. ეს კი საშუალებას მოგცემთ, დაამყაროთ კომუნიკაცია, უკეთ გააცნოთ თავი თუ თქვენი შესაძლებლობები და მათთან თანამშრომლობის იმედიც იქონიოთ.

წყარო: Inc.com



განხილვა