in

7 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაესწროთ მონაცემთა ფესტივალს DataFest Tbilisi 2019

DataFest Tbilisi სამდღიანი ფესტივალია მონაცემებსა და კომუნიკაციაზე, რომელიც წელს 14, 15 და 16 ნოემბერს ჩატარდება. ის აერთიანებს ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებს, მარკეტინგის სპეციალისტებს, ბიზნესისა თუ მთავრობის წარმომადგენლებს, მონაცემთა ანალიტიკოსებს, დეველოპერებსა და დიზაინერებს – მოკლედ, ყველას, ვინც მონაცემებზე მუშაობს, ან სურვილი აქვს, შეისწავლოს მონაცემების შესაძლებლობები. თუმცა, თუ აღნიშნულ სფეროში მოღვაწეობთ და მსგავსი მასშტაბის ღონისძიებაზე დასწრება მხოლოდ თქვენი გადაწყვეტილება ვერ იქნება, გთავაზობთ იმ არგუმენტების ჩამონათვალს, რომელთა გამოყენებაც თამამად შეგიძლიათ თქვენი უფროსების წინაშე. ხოლო თუ პასუხისმგებელი პირი ხართ, მით უფრო, გაეცანით 7 მიზეზს, თუ რატომ უნდა დაესწროთ DataFest Tbilisi 2019 და/ან რატომ უნდა გაუშვათ თანამშრომლები ამ ღონისძიებაზე.

მოხვდებით ახალ სამყაროში
DataFest Tbilisi არის მონაცემებისა და კომუნიკაციის ყველაზე დიდი ფესტივალი – ასევე, მსგავსი შინაარსის პირველი ღონისძიება ევროპისა და აზიის გასაყარზე. ცუდი გადაწყვეტილება იქნება, გამოტოვოთ მთელი მსოფლიოდან მონაცემების მოყვარულებისა და რეგიონიდან პარტნიორების გაცნობის შანსი. 

ისწავლით საუკეთესოებისგან
3 დღის განმავლობაში, თქვენ მოისმენთ ძალიან ბევრ შთამაგონებელ გამოსვლას DataFest Tbilisi-ს სპიკერებისგან. თქვენ შეგიძლიათ, მათგან ისწავლოთ და მათსავე სამყაროში იმოგზაუროთ. DataFest Tbilisi უმასპინძლებს გამოჩენილ მონაცემთა ჟურნალისტებს, მონაცემების მეცნიერებს, სამოქალაქო აქტივისტებს, მარკეტინგის სპეციალისტებს, ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს, სამთავრობო პირებს, მონაცემთა ანალიტიკოსებს, დეველოპერებს, დიზაინერებსა და ა.შ. სპიკერების დეტალური სიის ნახვა აქ შეგიძლიათ

ჩაერთვებით მონაცემთა მოყვარულების დიდ ქსელში
ალბათ, გაქვთ იდეები და გინდათ, რომ სწორ და საჭირო ადამიანებს შეხვდეთ. ამისთვის საჭიროა მონაცემების სიყვარული და უზარმაზარ ქსელში ჩართვის ენთუზიაზმი. თქვენ შეგიძლიათ, გახდეთ მსოფლიო მონაცემთა საზოგადოების წევრი და დაამყაროთ პროფესიული კავშირები ინდუსტრიის ლიდერებთან, მსოფლიო დონის პროფესიონალებთან, თუ დონორებთან. ამისთვის უნდა გააცნოთ საზოგადოებას, თუ ვინ ხართ და რას საქმიანობთ და ვინ იცის, იქნებ ამ ყველაფერმა მოულოდნელ თანამშრომლობამდეც მიგვიყვანოთ.

მიიღებთ გამოცდილებას
ეს არ იქნება მხოლოდ მოსვლა, მოსმენა და წასვლა. ფესტივალის განმავლობაში ინსპირაციული გამოსვლები და ვორქშოფები ჩატარდება მთელი დატვირთვით. ისე, რომ თქვენ შეძლოთ აღმოაჩინოთ, ხელშესახები გამოცდილება მიიღოთ და უკეთესად გაეცნოთ მონაცემთა სამყაროს, ასევე, უახლეს ტენდენციებს იმ სფეროებში, რომლებიც ყოველთვის გაინტერესებდათ და არ დაგავიწყდეთ კითხვების დასმა. ცნობისმოყვარეობა ბადებს ჭეშმარიტებას.

შეხვდებით უამრავ (არა)თანამოაზრეს
ჩვენ არა მხოლოდ ვმასპინძლობთ ექსპერტებს თქვენი კონკრეტული სამუშაო სფეროდან, არამედ უამრავი სხვა სივრციდანაც. ფესტივალი თავს მოუყრის 1000 მონაწილისგან შემდგარ საერთაშორისო საზოგადოებას; ადამიანებს, რომელთაც აქვთ განსხვავებული პროფესიული გამოცდილებები – ეს კი იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ, ისაუბროთ ნებისმიერ თემაზე, რომელიც გაინტერესებთ, მოისმინოთ თანმხვედრი, ან საპირისპირო მოსაზრებები თქვენთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით.

DataFest Tbilisi-ზე გაიგებთ, რა სიახლეებია მონაცემების სამყაროში, კონკრეტულად: მონაცემების ჟურნალისტიკაში, მეცნიერებასა და ხელოვნურ ინტელექტში, მარკეტინგსა და ბიზნესში, ჯანდაცვაში, კიბერუსაფრთხოებასა და მრავალ სხვა სფეროში.

აივსებით შთაგონებით
DataFest Tbilisi 2019 ერთგვარი საბადოა შთაგონების მაძიებელთათვის. ფესტივალის განმავლობაში განხილული იქნება შემდეგი საკითხები (არასრული ჩამონათვალი):

  • მონაცემებით ამბის თხრობა;
  • მონაცემების ვიზუალიზაცია;
  • მონაცემთა მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი;
  • მონაცემები და ფინანსური ტექნოლოგიები (FinTech);
  • მონაცემები ბიზნესისა და მარკეტინგისთვის;
  • მონაცემები და კიბერუსაფრთხოება;
  • ღია მონაცემები და მონაცემებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავება;
  • მონაცემები ადამიანთა უფლებებისთვის;
  • მონაცემები და სტარტაპები;
  • მონაცემები და მდგარდი განვითარების მიზნები (SDG);
  • მონაცემები მედიცინასა და ჯანდაცვაში;
  • მონაცემები „ჭკვიანი“ ქალაქებისთვის.

და ბოლოს, წაშლით საზღვრებს
ის შესაძლებლობები, რომელსაც DataFest Tbilisi გთავაზობთ, მშვენიერი წინაპირობაა იმისათვის, რომ წაშალოთ საკუთარი აზროვნებისა და შესაძლებლობების საზღვრები. ესეც რომ არა, მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული, თუ რა სტატუსით გნებავთ მომავალი წლის ფესტივალზე მონაწილეობა. იმას ვგულისხმობთ, რომ შეგიძლიათ DataFest Tbilisi 2020-ის სპიკერიც გახდეთ და სხვები შთააგონოთ.

საქართველო დიდია, სერ! – ყველას საკუთარი კარლო კაჭარავა ჰყავს

ციფრული ტრანსფორმაცია ტექნოლოგიურ ცვლილებებს არ ნიშნავს