„დედამიწის საათი” მსოფლიოს უდიდესი გარემოსდაცვითი მოძრაობაა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყოველწლიურად იმართება. მისი მნიშვნელობა სცდება სიმბოლურად ერთი საათით სინათლის ჩაქრობას და გარემოსდაცვითი გამოწვევების შესახებ ცნობიერების ამაღლების დატვირთვას იძენს და ჩვენი პლანეტის დასაცავად გვაერთიანებს.
დედამიწის საათი ყოველ წელს, მარტის ბოლო შაბათ დღეს იმართება და მილიონობით ადამიანს აერთიანებს. ყველა მონაწილე, ერთი საათით, ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს აცხადებს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს.
2022 წელს “დედამიწის საათი” 26 მარტს, ადგილობრივი დროით 20:30 საათზე გაიმართება. თუ ჯერ არ გიფიქრიათ, რას გააკეთებთ ამ დროისთვის, არ იდარდოთ, ჩვენ გაგიზიარებთ ამ დროის ეფექტურად გატარების რამდენიმე გზას სახლში, გარეთ თუ ონლაინ მას შემდეგ, რაც ამ დღესთან დაკავშირებით სინათლეს გამოვრთავთ.
- აღადგინეთ კავშირი ბუნებასთან
ბუნება მხოლოდ ჰაერის, წყლისა და საკვების მომწოდებელი კი არ არის, არამედ ჩვენი ჯანმრთელობისა და ბედნიერების წყაროცაა. შეგიძლიათ რამდენიმე აქტივობით შეუერთდეთ ბუნებას გათიშული სინათლის დროს, მაგალითად:
- გამოიკვლიეთ თქვენი ახლომდებარე პარკები, პლაჟები ან სხვა ადგილები;
- გაისეირნეთ ტყეში;
- წადით ღამის ლაშქრობაში;
- მეგობრებთან ერთად გაატარეთ ღამე კარვებში და უყურეთ ვარსკვლავებიან ცას;
გაითვალისწინეთ, რომ ღამით გარეთ ყოფნისას თქვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თან იქონიოთ ფანარი, ტელეფონი და წინასწარ აცნობოთ სხვებს, სად მიდიხართ.


2. მოამზადეთ სადილი ოჯახის ან მეგობრებისთვის
სანთლებით გაწყობილი ვახშამი მხოლოდ ვალენტინობის დღეს არ უხდება! მოამზადეთ გემრიელი კერძები საყვარელ ადამიანებთან ერთად ჩამქრალ სინათლეში და აღნიშნეთ დედამიწის საათი.

კარგი იქნება, თუ მოამზადებთ ისეთ კერძებს, რომლებიც ჯანსაღი იქნება თქვენი ჯანმრთელობისათვის და დაუსახავთ საკუთარ თავს გამოწვევას, რომ გაუფრთხილდეთ ნარჩენებს. გამოიწვიეთ თქვენი მეგობრები, თუ ვინ უფრო სწრაფად მოამზადებს ვახშამს 60 წუთში და დაეხმარეთ ერთმანეთს ინგრედიენტების შერჩევაში.
3. გაატარეთ დრო საყვარელ ადამიანებთან ერთად
დარჩით შინ და გამოიყენეთ ეს საათი, რათა გაატაროთ ხარისხიანი დრო მათთან, ვინც თქვენთვის მნიშვნელოვანია – ფანტასტიკური შესაძლებლობაა, შექმნათ განსაკუთრებული მოგონებები და იყოთ ახლოს იმ ადამიანებთან, ვისთვისაც ცდილობთ შექმნათ ნათელი მომავალი.
შეგიძლიათ უყუროთ ფილმს. უპირატესობა, რა თქმა უნდა, ბუნებაზე გადაღებულ მხატვრულ ან თუნდაც, დოკუმენტურ ფილმზეა, რომლის უფასოდ ნახვაც Youtube-ზეც შეგიძლიათ.


დაურეკეთ მეგობარს ან ოჯახის წევრს, რომელსაც დიდი ხანია არ შეხვედრიხართ პირადად. ითამაშეთ სამაგიდო თამაშები, მოუსმინეთ მუსიკას, იმღერეთ ან იცეკვეთ ერთად. თუ სანთლის შუქზე წიგნის კითხვა გსიამოვნებთ, შეგიძლიათ, ამითაც დაკავდეთ.
4. გაიღრმავეთ ცოდნა
ცნობიერება არის პირველი ნაბიჯი მოქმედებამდე. გამოიყენეთ დედამიწის საათი, რომ გაიგოთ მეტი ჩვენი წარმოუდგენელი პლანეტის, გამოწვევების შესახებ და რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სასიკეთოდ დაგვიბრუნდეს.

● ჩაერთეთ პოდკასტზე! მაგალითად, WWF-ის ჩვენს მეგობრებს აქვთ შესანიშნავი სერია, სახელწოდებით Forces of Nature.
● შეიტყვეთ ბუნების დაზიანებისა და კლიმატის ცვლილების შესახებ. შეგიძლიათ ეს საიტი გამოიყენოთ.
● ბავშვები თუ გყავთ, დაეხმარეთ მათ საინტერესო სამეცნიერო ექსპერიმენტებში. იდეებისთვის კი ეწვიეთ ბმულს.
5. დაესწარით დედამიწის საათის ადგილობრივ ღონისძიებას


არსებობს სხვადასხვა ვირტუალური და ადგილობრივი ღონისძიებები მთელ მსოფლიოში, რომლებშიც მონაწილეობენ ხელოვანები, იმართება მედიტაციის სესიები და კინომარათონები.
შეგიძლიათ მოხალისეობრივ აქტივობაშიც ჩაერთოთ. მაგალითად, დაასუფთავოთ პარკი, პლაჟი, დარგოთ ხე.
იყავით შთაგონებული და შთააგონეთ სხვებიც. წაიკითხეთ თქვენნაირი მხარდამჭერების ისტორიები მთელი მსოფლიოდან, რომლებიც ქმნიან ნათელ მომავალს ხალხისა და პლანეტისთვის. გაქვთ საკუთარი ისტორია სათქმელი? დაამატეთ ის გვერდზე!
6. დაკავდით რამე სპორტული აქტივობით
მაგალითისთვის, შეგიძლიათ გახვიდეთ სარბენად ან ველოსიპედით გაისეირნოთ. ჩართოთ საყვარელი ფლეილისტი და იცეკვოთ სიბნელეში, დაკავდეთ იოგით ან მეგობრებთან ერთად გაისეირნოთ პარკში.

7. იმუშავეთ საკუთარ კრეატივზე
თუკი ფიზიკური დატვირთვა თქვენი არ არის, მაშინ გონების სავარჯიშოებიც არსებობს. გადაიღეთ ფოტოები ღამით ან შეგიძლიათ დახატოთ სიბნელეში არატოქსიკური ნეონური საღებავით, რომელიც ღამით ანათებს;












