19
Feb
2019

7 რამ, რაც ლიდერობაზე აბრაამ ლინკოლნისგან შეგვიძლია ვისწავლოთ

19 Feb 2019

ლიდერშიფის შესახებ უფრო მეტის სწავლა ბევრისგან შეიძლება, მაგალითად, ბილ და მელინდა გეითსებისგან, უორენ ბაფეტისგან, ილონ მასკისგან, რომის პაპისა და პიცის დამტარებლისგანაც კი. თუმცა, ასევე, არაჩვეულებრივი გაკვეთილი შეიძლება მივიღოთ ისტორიისგანაც. ჰარვარდის ბიზნეს სკოლის პროფესორმა, ისტორიკოსმა და ავტორმა ნენსი კოენმა აშშ-ის ლეგენდარულ პრეზიდენტზე, აბრაამ ლინკოლნის ცხოვრებისეული გამოცდილების გაზიარება გადაწყვიტა.

pasha-statiebi
pasha-statiebi

იყავი კრისტალურად სუფთა მისიის განსაზღვრისას

ლინკოლნს ჰქონდა უაღრესად კონკრეტული და სპეციფიკური მისია – შეენარჩუნება ერთიანობა და გაეუქმებინა მონობა. საკმაოდ ხშირად, ლიდერები ხელმძღვანელი პოზიციის დაკავებისას, ვერ აცნობიერებენ, რისთვის მუშაობენ ან რომელი შესაძლებლობებისთვის ღირს ბრძოლა. ისინი არ იყენებენ ობიექტურ მონაცემებს განრიგის შესაქმნელად და არც მოქმედებენ ამ განრიგის შესაბამისად. ისინი შემთხვევითად შერჩეული მიზნებისთვის მოქმედებენ. როდესაც ლიდერის პოზიციას დაიკავებთ, მოაგროვეთ მონაცემები, შეაფასეთ, მიიღეთ ინფორმაცია, გადააფასეთ, კვლავ, შეადარეთ, რამდენად შეესაბამება მისიას, არის თუ არა წინსვლა და ა.შ.

იფიქრე გლობალურად, სანამ მოკლევადიან მიზნებზე გადახვალ

ლინკოლნი გადაწყვეტილების მიღებამდე დაინტერესებული პირების პოზიციებს ითვალისწინებდა. ეს განსაკუთრებით მაშინაა მნიშვნელოვანი, როდესაც გადაწყვეტილების მიღებას საზოგადოების მხრიდან აფეთქება შეიძლება მოყვეს. ლიდერები, რომლებსაც სურთ კვალი დატოვონ, ხშირად, მარტო იწყებენ რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებას. დიახ, მნიშვნელოვანია შეგეძლოს გადაწყვეტილების მიღება, თუმცა, ასევე უნდა შეგეძლოს, დაიხიო ერთი ნაბიჯით უკან და შეაჯამო, გრძელვადიან პერსპექტივაში, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ამან.

კონცენტრირდი მხოლოდ სამ მიზანზე

ლინკოლნი იურისტი იყო. მას უამრავი საქმე ჰქონდა განხილული. გამოცდილებამ უჩვენა, რომ ყოველი მათგანი სამი უმთავრესი პუნქტისგან შედგებოდა. ამ სამი ფაქტორის დამტკიცებით იყო შესაძლებელი საქმის მოგება. ბანალურად ჟღერს, მაგრამ ეს ბევრი ლიდერისთვის ერთგვარი ხაფანგია. ჩვენ გვეცოტავება, სულ რაღაც, სამ მიზანზე ორიენტირება. სანამ მოქმედებას დაიწყებთ, დაფიქრდით, რისი გაკეთება ღირს, რა მოგიტანთ საგრძნობ შედეგებს?

ეცადე ჯერ რჩევები მიიღო და შემდეგ გადაწყვიტო

ნუ მიიღებ გადაწყვეტილებას ვაკუუმურ მდგომარეობაში. ამასთანავე, ნუ დააბრალებ რაიმეს სხვებსაც. კარგი შედეგები სხვებსაც გაუზიარე და შეეცადე ისწავლო მტკივნეული შედეგების ზიდვა. ლინკოლნს უამრავი მოწინააღმდეგე ჰყავდა. ისინი ყოველი შეცდომისას ესხმოდნენ თავს. თუმცა, ის იმარჯვებდა.

ასწავლეთ სხვებს, როგორ იღებთ გადაწყვეტილებებს

ლინკონი დარწმუნდა, რომ მის ამომრჩევლებს ესმოდათ კომპრომისები, რასაც მთავარი გადაწყვეტილება მოიცავდა. იცოდნენ პლუსები და მინუსები, გაცნობიერებული ჰქონდათ, რომ სერიოზული შედეგების მისაღებად, ცვლილებები მტკივნეული იქნებოდა. როგორც ლიდერებს, ჩვენ ხშირად გვინდა, მივიღოთ გადაწყვეტილება და განვაგრძოთ გზა. ამ დროს, შეიძლება გამოგვრჩეს მათი გათვალისწინება, ვისზეც ეს გადაწყვეტილება იმოქმედებს. თუკი არ ვიჩქარებთ, ბუნებრივად გაჩნდება ყველაფრის გათვალისწინების სურვილი და უსიამოვნო შედეგებსაც უფრო დიდი ალბათობით ავიცილებთ თავიდან.

არაფრის კეთებაც რაღაცის კეთებაა

ბევრი გადაწყვეტილება მიუღიათ ყველაზე მწვავე მომენტში. ეცადეთ, შეეწინააღმდეგოთ ამ ტენდენციას და მხოლოდ მშვიდ გონებაზე მოიფიქროთ, რა მოიმოქმედოთ. ლინკოლნის გარდაცვალების შემდეგ, მის მიერ დაწერილი წერილი იპოვეს. ეს იყო მრისხანებით ნაწერი შეტყობინება გენერალ ჯორჯ მიდის მიმართ, რომელიც გეტისბურგის ბრძოლაში იყო ჩართული. ლინკონი იმედგაცრუებას გამოხატავდა, რომ მიდი არ დაეწია სამხრეთისკენ მიმავალ კონფედერაციის სამხედრო ნაწილებს. ლინკოლნის აზრით, ეს იყო მტრის განადგურების შანსი, რომელიც გენერალმა ხელიდან გაუშვა. თუმცა, ლინკოლმა თავი შეიკავა ამ წერილის გაგზავნისგან, რაც გონივრული გადაწყვეტილება იყო.

მყარად დაიცავით პოზიცია, როდესაც გაკრიტიკებენ

ადვილია, უარყო გადაწყვეტილება კრიტიკისა და ზეწოლის დროს. თუმცა, ეს სრულიად ადამიანურია. მაგრამ თუკი გჯერა, რომ გადაწყვეტილება, რომელიც მიიღე, სწორია, არ გადაუხვიო გზას. მიუხედავად იმისა, რომ მისი პრეზიდენტობა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, ლინკოლნს არ გადაუხვევია მიზნიდან. მას სურდა, დაესრულებინა ომი და მყარად სწამდა, რომ მონობის გაუქმება ერთიანობას მხოლოდ გაამყარებდა. ისტორიამ გვიჩვენა, რომ მისმა უდრეკმა მიდგომამ გაამართლა.

წყარო: inc
 



განხილვა