in

თუ მომავალში საკუთარი სააგენტოს შექმნა გსურთ, ჯერ ეს 7 უნარი უნდა განივითაროთ

არასდროსაა ადრე კარიერაში ხელმძღვანელობაზე ფიქრი, თუმცა ეს სამსახურის დატოვებას და დაუყოვნებლივ საკუთარი სააგენტოს შექმნას არ ნიშნავს… თუ ეს იდეა მოგწონთ, მაშინ გეტყვით, რომ მომავალში ამ მიზანს რომ მიაღწიოთ, სწორედ ახლა უნდა დაიწყოთ გარკვეული უნარების გამომუშავებაზე ზრუნვა. და თუ რა უნარები გამოგადგებათ წარმატების მიღწევაში, ამ კითხვაზე პასუხებს ინდუსტრიის წამყვანი ექსპერტებისგან შემოგთავაზებთ:

1. სტრატეგიული ფიქრი

ცუდად მიღებული გადაწყვეტილებების ეპოქა დასრულდა, დღეს ყველაზე წარმატებული ადამიანები შემოქმედებით ინდუსტრიაში ბრენდის სტრატეგიასა და მომხმარებლის ქცევას, ბიზნესის მიზნებსა და კულტურულ მომენტებს შორის არსებულ წერტილებს უკავშირებს ერთმანეთს. ეს ამბავი კი AI ეპოქაში კიდევ უფრო დაჩქარდება.

შემოქმედებითი წარმატების შემდეგი ეპოქა იმ ადამიანების მიერ განისაზღვრება, რომლებიც სტრატეგიულად ფიქრობენ და უშიშრად ადაპტირდებიან. გამომდინარე იქიდან, რომ განხორციელება სწრაფი, იაფი და სულ უფრო ავტომატიზებული ხდება, ნამდვილი განმასხვავებელი უნარი თქვენი მიდგომა იქნება ფიქრის დროს: რომ გაიაზროთ მომხმარებელთა საქმე, დააკვირდეთ ყველა დეტალს და განავითაროთ იდეები რეალური პრობლემების გადასაჭრელად, — განმარტავს კისერ ბარნესი, Red Antler-ის CCO.

ამგვარად, სტრატეგიული ორიენტაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება ყველა შემოქმედებით დისციპლინაში, დაწყებული დიზაინით, გაგრძელებული რეკლამირებით და დამთავრებული პროდუქტის განვითარებით. როგორც ალექს რეხვორთი, Outlaw-ის დიზაინის ხელმძღვანელი გვეუბნება: უკვე საქმე იმას აღარ ეხება, თუ რა გამოიყურება კარგად თაროზე, საქმე სტრატეგიულ ხედვაშია, რასაც თან ახლავს კომერციული ზრდა და გზები, რომლითაც კონკურენტული უპირატესობის მოპოვებას შეძლებთ… თუმცა ამასთან, თაროზეც კარგად უნდა გამოიყურებოდეთ.

2. ადაპტაციის უნარი

შემოქმედებითი ხელსაწყოებისა და პლატფორმების ცვლილებების ტემპი შენელებას არ აპირებს, დაწყებული AI სურათებით და დამთავრებული VR გამოცდილებებით, ახალი ტექნოლოგიები უკვე ყოველთვიურად ვითარდება. ხოლო წარმატებას ისინი მიაღწევენ, ვინც მათთან ადაპტირებას მოახერხებს.

მოქნილობა რბილი უნარი აღარ არის, გადარჩენისთვის საჭიროა. ბრიფი შეიცვლება, ტექნოლოგია შეიცვლება, მომხმარებელი პანიკაში ჩავარდება და თქვენ? შეიცვლით ხედვას, — ამბობს საიმონ მანჩიპი, SomeOne-ის დამფუძნებელი.

3. გემოვნება

გამომდინარე იქიდან, რომ AI კონტენტის შექმნას ძალიან ხელმისაწვდომს ხდის, იმის განსაზღვრის უნარი, თუ რისი გაკეთება ღირს და რისი, არა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. თუმცა, ეს მხოლოდ ესთეტიკური განსჯის საგანი კი არაა, აქ საქმე კულტურულ გაცნობიერებას, სტრატეგიულ ინსაითებსა და თავდაჯერებას ეხება, რომ მიიღოთ თამამი გადაწყვეტილებები. ბარინგტონ რივზი, Too Gallus-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი გვეუბნება:

მჯერა, გემოვნება, კურირება და იდეების გენერირება მთავარი უნარები გახდება შემდგომ 5 წელში. შექმნის პროცესი, ზოგადად, დემოკრატიზებული იქნება, რადგან ადამიანებს შეუძლიათ, სწრაფად დააგენერირონ ნებისმიერი კრეატიული დისციპლინა სხვა პირების ნამუშევრებზე დაფუძნებით. მაგრამ ის, ვისაც თავად შეეძლება იდეების გენერირება, ყოველთვის გამორჩეული იქნება დანარჩენებისგან.

4. ხედვა

თუ ვამბობთ, რომ ხელსაწყოები უმჯობესდება და პროცესები მეტად ავტომატიზებული ხდება, ადამიანის ღირებულება მის ხედვაში, მიმართულებასა თუ კომპლექსურ დინამიკაში ნავიგაციის უნარში უნდა ვეძებოთ. 

ის, რაც შემოქმედებითი ლიდერების შემდგომ თაობას განსაზღვრავს მათი უნარია, ხედვა მოქმედებაში გადაიტანონ… ყველაზე წარმატებული კრეატიული ადამიანები სტრატეგიულ გამჭრიახობას ემოციურ სიღრმეს შეუსაბამებენ. ისინი იქნებიან სისტემური მოაზროვნეები, რომლებიც გაიგებენ, რამდენად განაპირობებს კრეატიულობა ბიზნესის ღირებულებას. ემოციური ინტელექტიც მაღალი ექნებათ, რათა კომპლექსურ საკითხებს ემპათიით მიუდგნენ. ისინი მხოლოდ იდეებს კი არ აგენერირებენ, არამედ წარმართავენ მას….

5. ემოციური ინტელექტი

ტექნიკური უნარების სწავლაც თუ შეიძლება და ავტომატიზებაც, ადამიანური უნარები, იქნება ეს ემპათია, კომუნიკაცია, განწყობის ამოცნობა და, შესაბამისად, მოქმედება, უნიკალურ ადამიანურ უპირატესობად მოგვევლინება. ამიტომაც, სპეციალისტებმა იციან, როდის გააგრძელონ, როდის მოუსმინონ და როდის გაჩერდნენ. თანამშრომლობა შემოქმედებით სფეროში ცეკვას ჰგავს, ამიტომ თქვენ რიტმის შეგრძნება უნდა გქონდეთ.

6. გამბედაობა

გაბედეთ, იყოთ განსხვავებული. ჩვენ ვცხოვრობთ კორპორატიულ სამყაროში, სადაც ყველაფერი იმის მიხედვით კეთდება, თუ რა გააკეთებს ფულს. ხშირად მივყვებით მონაცემებს… და, ზოგადად, რაღაცებზე მიყოლა გამორჩეულს ვერ გაგხდით. ეს ყველაფერი კითხვით ნიშნის ქვეშ უნდა დავაყენოთ, დავუპირისპირდეთ სტატუს-კვოს, გამოწვევის წინაშე დავაყენოთ ყველაფერი და ვისწრაფოთ განსხვავებულისკენ, ვიყოთ უფრო გამბედავები, — აცხადებს პოლ ლეონი, U037-ის კრეატიული დირექტორი.

ამ მოსაზრებას საიმონი ერთ რაიმეს ამატებს: ნუ დაელოდებით, სანამ რამეს გეტყვიან. წამოიწყეთ საქმეები, უხელმძღვანელეთ პროექტებს. აიღეთ პასუხისმგებლობა. გაიზიარეთ დამსახურება. საუკეთესო კრეატიული ადამიანები? ისინი დამფუძნებლებივით იქცევიან და არა, ფრილანსერებივით.

7. ავთენტურობა

დაბოლოს, შეგახსენებენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმის სიყვარულია და რომ პროცესში შემოქმედებითი ავთენტურობის შენარჩუნებაა მნიშვნელოვანი — იპოვეთ გზები ანალოგიური რაღაცების გასაცოცხლებლად. თუ ახალგაზრდა ხართ, თქვენი მთელი ცხოვრება ციფრული მოწყობილობებით განისაზღვრება, ამიტომ დარწმუნდით, რომ ანალოგიურ რაღაცებს მოძებნით, წაიკითხავთ წიგნს, დახატავთ, გააკეთებთ რაღაცას თქვენი ხელებით, რადგან სწორედ ასეა შესაძლებელი კრეატიულობის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება….

როგორ ვაქციოთ 1 ივნისი თავგადასავლად – თიბისის სპეციალური შეთავაზება ბავშვთა დღისთვის

„მე არაფერს გასწავლი, მუსიკით გადმოგცემ იმას, რასაც ვგრძნობ” – ბექა ქალდანი