18
Mar
2019

7 ტაქტიკა ტოქსიკურ ადამიანებთან გასამკლავებლად

18 Mar 2019

რამ შეიძლება შენს ჯანმრთელობაზე იმოქმედოს? – არც მეტი, არც ნაკლები, ტოქსიკურ ადამიანებთან ურთიერთობამ. ასეთები შენით მანიპულირებენ, თავხედურად გექცევიან, გატყუებენ და თუ ფრთხილად არ იქნები, სერიოზული მენტალური პრობლემების წინაშე აღმოჩნდები.

pasha-statiebi
pasha-statiebi

თუმცა, არსებობენ მორალურად ძლიერი, გამოცდილი ადამიანები, რომლებმაც იციან, თავიდანვე, ტოქსიკური ურთიერთობების მავნე ზეგავლენისგან, თავი როგორ აირიდონ:

1. შექმენი ფიზიკური საზღვრები

კარგი ამბავი ისაა, რომ თავადვე შეგიძლია იმის გადაწყვეტა, შენი ცხოვრებიდან, ვის და რამდენ დროსა და ენერგიას დაუთმობ. თუ კონკრეტულ ადამიანთან ურთიერთობა შენზე უარყოფითად მოქმედებს, თუმცა კი, მასთან კომუნიკაციის გარეშე შეუძლებელია კონკრეტული საქმის შესრულება, დაიწესე ნათელი და რაც შეიძლება მყარი საზღვრები, მასთან ურთიერთობის. ასე მოქცევა დაგეხმარება, რომ იქცე ძლიერ ადამიანად.

2. ემოციური საზღვრებიც

სამწუხაროდ, ვერ აირჩევ თანამშრომლებს, ხელმძღვანელებს, პროფესორებს… მაგრამ შენ იმის განსაზღვრა შეგიძლია, რამდენ ემოციურ ენერგიას მოახმარ ტოქსიკურ ადამიანებს. მაგალითად, ნუ იწუწუნებ ასეთ ადამიანებზე თავისუფალ დროს. ნუ მისცემ მათ ნებას, რომ შენი დღე მათ განსაზღვრონ. მართე საკუთარი ემოციები.

3. იმუშავე თვით და არა – სხვების კონტროლზე

მაცდური ფიქრი შეიძლება იყოს: „ნეტავ, დედაჩემი ყოველთვის სარკაზმულ კომენტარებს არ მიკეთებდეს“, ან „იმედი მაქვს, ბიძაჩემი წვეულებაზე ძალიან ბევრს არ დალევს“ და ა.შ. შენ ვერ გააკონტროლებ სხვა ადამიანებს. შენი ენერგიის იმის ფიქრში ინვესტირება, სხვებმა რა აკეთონ, უბრალოდ, დროის კარგვაა.

4. არ გადახვიდე საკუთარ სიტყვას

„აღარასდროს გასესხებ ფულს“ – ეს წინადადება მხოლოდ და მხოლოდ გააუარესებს სიტუაციას, როცა ადამიანი ისევ მოვა შენთან ფულის სათხოვნელად და შენ მას მისცემ. თუ გადაწყვეტ, რომ ეს ასე უნდა იყოს, დაე, იმოქმედე შენი წესების მიხედვით.

5. დაარეგულირე ფიქრები

ასეთი ფიქრით: „ის ყოველთვის ანგრევს ჩემს დღეს“, ან „ის ყოველთვის ცუდად მაგრძნობინებს თავს“ – ტოქსიკური ადამიანი შენზე უპირატესობას მოიპოვებს. სცადე ჯანსაღი დიალოგი საკუთარ თავთან. გაიხსენე, რომ მსხვერპლი არ ხარ.

6. სტრესს ჯანსაღი გზებით გაუმკლავდი

მაშინაც კი, როცა სავსებით ჯანსაღი საზღვრები გაქვს დაწესებული ტოქსიკურ ადამიანებთან, მათ მაინც აქვთ იმის უნარი, მორალური ზიანი მოგაყენონ. ამიტომ, შეარჩიე ჯანსაღი სტრატეგიები, რომელიც დაგეხმარება მენტალური სიძლიერის შენარჩუნებაში. დაიწყე მადლიერებიდან და გადადი მედიტაციაზე. იზრუნე საკუთარ ჯანმრთელობაზე. შეუძლებელია, იყო ძლიერი მაშინ, როცა იღებ არაჯანსაღ საკვებს, ალკოჰოლს და ცუდად გძინავს.

7. მიჰყევი საკუთარ ღირებულებებს

სამსახურიდან წასვლა ტოქსიკური გარემოსგან თავის დასაღწევად, არ ნიშნავს იმას, რომ სუსტი ხარ. ეს მეტყველებს იმაზე, რომ შენ ფულს, საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ამჯობინე. ამის მსგავსად, თუ კონკრეტულ ადამიანთან ურთიერთობას წყვეტ, ეს არ ნიშნავს, რომ ბოროტი ხარ. უბრალოდ, ეს ნიშნავს, რომ შენი კეთილდღეობისთვის საუკეთესო გამოსავალი კონტაქტის გაწყვეტა აღმოჩნდა.

როცა იცი, რა არის შენთვის ფასეული, მოვლენების პრიორიტეტებად დალაგებაც უფრო მარტივია. ამიტომ, პირველ რიგში, გაერკვიე, რა არის შენთვის ყველაზე ღირებული.

წყარო: Inc



განხილვა