in

7 უფასო ბიზნესკურსი მარკეტინგის შესახებ საქართველოს ბანკისგან

ბიზნესის წამოწყება და მართვა მარტივი საქმე არაა. საიდუმლოსაც არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ წარმატება ხშირად იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ წარმოაჩენს კომპანია საკუთარ პროდუქტს ან სერვისს აუდიტორიის წინაშე. ახალბედა მეწარმეები, რომელთაც რესურსების დაზოგვა სურთ, ზოგჯერ მარკეტინგულ პროცესებს ინტუიციურად წარმართავენ, სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკმა მათთვის უფასო საგანმანათლებლო პლატფორმა – ბიზნესკურსი შექმნა და მარკეტინგის თემატიკაზე მომხმარებლებს შვიდი განსხვავებული კურსი და მასტერკლასი შესთავაზა.

კურსები ონლაინ, ვიდეოფორმატშია ხელმისაწვდომი და მათი გავლა ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდანაა შესაძლებელი. ამ სტატიაში სწორედ იმ კურსებზე გიამბობთ, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესებს მომხმარებლების მოზიდვასა და ცნობადობის ამაღლებაში დაეხმარება.

  1. მარკეტინგული კვლევის როლი ბიზნესში

„დღევანდელ სამყაროში მართებული სტრატეგიული გადაწყვეტილებების საწინდარი მონაცემები და მათზე დაფუძნებული მიგნებებია“, – ამბობს ნატალია კვიწინაშვილი, საკონსულტაციო კომპანია ACT-ის აღსრულების ლიდი. ნატალია უძღვება საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს „მარკეტინგული კვლევის როლი ბიზნესში“.

კურსის გავლის შემდეგ გაიგებთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს ბიზნესისთვის მარკეტინგული კვლევის დაგეგმარების პროცესს და მის სწორად ჩატარებას. გაეცნობით მარკეტინგული კვლევის მეთოდებს და მათ შორის განსხვავებებს. ასევე გაიგებთ, თუ რა ინფორმაციას გვაძლევს მარკეტინგული კვლევა ბიზნესის განვითარებისა და წინსვლისთვის.

კურსზე დასარეგისტრირებლად ეწვიეთ ამ ბმულს.

  1. ციფრული კომუნიკაციის სტრატეგია

თანამედროვე ბიზნესებისთვის ციფრული მარკეტინგი მომხმარებლების მოზიდვის ერთ-ერთი მთავარი მედიუმია. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი გთავაზობთ კრეატიული დირექტორის, პავლე გაბრიჭიძის კურსს „ციფრული კომუნიკაციის სტრატეგია“. მისი გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ, დაგეგმოთ ციფრული კომუნიკაციის სტრატეგია, გაიგებთ მეტს ციფრული მარკეტინგის უპირატესობებზე და სამიზნე აუდიტორიის სწორ სეგმენტაციაზე. ეს კურსი ბიზნესებს მომხმარებელთან კომუნიკაციის ეტაპების განსაზღვრაშიც დაეხმარება.

კურსზე დასარეგისტრირებლად ეწვიეთ ამ ბმულს.

  1. როგორ შემოვიკრიბოთ აუდიტორია ბრენდის გარშემო

ესაა კიდევ ერთი ბიზნესკურსი, რომელსაც პავლე გაბრიჭიძე უძღვება. კურსის გავლის შემდეგ გაიგებთ, როგორ დაამყაროთ კავშირი მომხმარებლებთან ციფრული არხების საშუალებით, როგორ გაიცნოთ სამიზნე აუდიტორია და შეარჩიოთ საკომუნიკაციო თემები, ასევე, გაიგებთ, თუ რა ხდის ბრენდს სანდოს.

„ამ კურსში გასწავლით, როგორ იპოვოთ თანაკვეთა თქვენი ბრენდისა და აუდიტორიის ღირებულებებს შორის“, – ამბობს პავლე გაბრიჭიძე.

კურსზე დასარეგისტრირებლად ეწვიეთ ამ ბმულს.

  1. მასტერკლასი: ციფრული მარკეტინგი

მასტერკლასები საქართველოს ბანკის ბიზნესკურსის ერთ-ერთი მიმართულებაა. იგი შედარებით მოკლე ფორმატისაა და დამწყები ბიზნესების საჭიროებებზე პასუხობს.

ამ მასტერკლასის საშუალებით გაეცნობით ეფექტური ციფრული მარკეტინგისთვის საჭირო უნარებს, როგორიცაა სეგმენტირებული აუდიტორიების შექმნა და სარეკლამო ანგარიშების მართვა. მასტერკლასი გამოცდილმა მარკეტერმა, ტატიანა ბაშელეიშვილმა მოამზადა.

მასტერკლასზე დასარეგისტრირებლად ეწვიეთ ამ ბმულს.

  1. მასტერკლასი: როგორ შევქმნათ ვიდეო კონტენტი

ვიდეოკონტენტის გარეშე ციფრული მარკეტინგის გაძლიერება უფრო და უფრო წარმოუდგენელი ხდება. ეს მასტერკლასიც სწორედ თანამედროვე ბიზნესების საჭიროებებზე საპასუხოდ შეიქმნა. მას კონტენტ კრეატორი, ნიკა ბაქრაძე უძღვება. მასტერკლასის დახმარებით გაიგებთ, რა არის საჭირო ვიდეოკონტენტის შესაქმნელად და როგორ მოარგოთ ის სხვადასხვა პლატფორმას. გაეცნობით ტიკტოკისა და ინსტაგრამის ალგორითმების მუშაობის პრინციპებსა და საიდუმლოებებს. ასევე შეიტყობთ, რა შეცდომები არ უნდა დაუშვათ, ასევე რა ხერხები და ინსტრუმენტები გამოიყენოთ ვიდეოკონტენტის შესაქმნელად.

მასტერკლასზე დასარეგისტრირებლად ეწვიეთ ამ ბმულს.

  1. მასტერკლასი: როგორ შევქმნათ ფოტოკონტენტი

ვიდეოს მსგავსად, ფოტოკონტენტიც თანამედროვე ციფრული მარკეტინგის განუყოფელი ნაწილია. ფოტოგრაფიის მასტერკლასის მეშვეობით გაეცნობით, როგორ გადაიღოთ პროდუქციის ფოტოები სმარტფონის მეშვეობით, ყოველგვარი დანახარჯის გარეშე. მასტერკლასი ქართველმა ფოტოხელოვანმა გიორგი მარტიაშვილმა (George van de Kamp-მა) მოამზადა.

მასტერკლასზე დასარეგისტრირებლად ეწვიეთ ამ ბმულს.

  1. მასტერკლასი: როგორ დავწეროთ ეფექტური ტექსტი

სწორი მესიჯების შერჩევა და მომხმარებელთან გამართული კომუნიკაცია ისეთივე მნიშვნელოვანია კომპანიისთვის, როგორც პროდუქტის ან მომსახურების ხარისხზე ზრუნვა. ამიტომაც ციფრული მარკეტინგის ერთ-ერთი კომპონენტი, რომლის გამართვაზეც ბიზნესმა უნდა იზრუნოს, Copywriting-ია.

Copywriting-ის მასტერკლასის მეშვეობით ისწავლით, თუ როგორ ესაუბროთ თქვენს აუდიტორიას, როგორ წეროთ მიმზიდველი ტექსტი და შექმნათ საინტერესო კონტენტი, იმისათვის რომ გაყიდოთ პროდუქტი ეფექტურად. მასტერკლასი მოამზადა ქოფირაითერმა, მარიტა ფილაურმა.

მასტერკლასზე დასარეგისტრირებლად ეწვიეთ ამ ბმულს.

აღმოაჩინეთ თქვენი კომპანიის საჭიროებებზე მორგებული ბიზნესკურსი Businesscourse.ge-ზე და გაიგეთ მეტი ბიზნესის მართვის სხვადასხვა კომპონენტზე საქართველოს ბანკის დახმარებით.

[პარტნიორის კონტენტი]

როგორ იყენებენ ბრენდები სასტიპენდიო პროგრამებს აუდიტორიის გასაზრდელად?

Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულები