in

7-წამიანი რეზიუმეს ტექნიკა, როგორც დასაქმების ეფექტური საშუალება

არაერთი კვლევა მოწმობს, რომ დასაქმების სფეროში 7 წამი ერთგვარი საკრალური პერიოდია — ეს დრო საკმარისია რეზიუმეს საფუძველზე გადაწყვეტილების მისაღებად, მოსწონს თუ არა HR-ს კონკრეტული კანდიდატი. სწორედ ამის დემონსტრირებას ეძღვნება Indeed-ისა და WiredCo-ს ერთობლივი კამპანია, რომლის ფარგლებშიც 7-წამიანი გასაუბრების მაგალითს ვხედავთ.

დასაქმების პლატფორმას (Indeed) სურდა, თავისი ყოვლისმომცველი ინსტრუმენტებისა და რესურსების ღირებულებებისთვის გაესვა ხაზი, რომელსაც ხშირად არასწორად იყენებენ. მთავარ გამოწვევას კი დროის სწორი მენეჯმენტი და შეფერხებული კომუნიკაცია წარმოადგენს — განსაკუთრებით იმ 7 წამის კონტექსტში, როდესაც მენეჯერები რეზიუმეს განხილვას ანდომებენ.

გამოწვევის გადასაჭრელად, WiredCo-მ შეიმუშავა ვიდეორგოლების სერია, სახელწოდებით „The Seven Second Resume“. მათში ოთხი განსხვავებული პროფესიის ადამიანია წარმოდგენილი — თითოეულ მათგანს ყოველგვარი შემზადების გარეშე ჩაუტარეს ლიფტში გასაუბრება. ყოველი პასუხის გასაცემად კი მხოლოდ შვიდი წამი ჰქონდათ… სწორედ ასეთ „დაძაბულ“ გარემოში გააცნობიერეს შვიდწამიანი რეზიუმეს მკაცრი რეალობა. ერთ-ერთის შემთხვევაში ეს იმდენად სტრესული აღმოჩნდა, რომ ფაქტობრივად ვერაფერზე უპასუხა.

ჩვევა, რომელიც ჩაძინებას კიდევ უფრო ართულებს — კვლევა

გალერია თბილისში Tommy Hilfiger-ის მაღაზია გაიხსნა