29
Jan
2019

7 გზა, როგორ გავუმკლავდეთ შფოთვას

29 Jan 2019

შფოთვა ყოველდღიურად მილიონობით ადამიანს აწუხებს. ის იწვევს აშლილობებს, აგზნებას, აზროვნების პრობლემას და ა.შ. თუკი, დროდადრო, პანიკის შეტევებისგან იტანჯებით ან შფოთვა ქრონიკულად გაწუხებთ, ეს თქვენთვის შიშისმომგვრელი იქნება, მით უფრო, როცა პროფესიონალურ მხარეზეც აქვს გავლენა. შფოთვისგან თავის დასაღწევად ბევრი ფარმაკოლოგიურ გამოსავალს ეძებს. თუმცა, არსებობს ბუნებრივი საშუალებებიც, რომლებიც მნიშვნელოვან შედეგს მოგცემთ.

statiebi-bog
statiebi-bog

ემოციური გათავისუფლების ტექნიკა (EFT)

EFT არის თერაპიის დამოუკიდებელი მეთოდიკა, რომელიც სახესა და მკერდზე გარკვეულ წერტილებში დაწოლას გულისხმობს. მეთოდი მარტივია, უფასო და მისი გაკეთება ნებისმიერ ადგილას შეიძლება. EFT მეთოდიკის ეფექტიანობა ომის ვეტერანებსა და აქტიურ სამხედრო პირებზე გამოვლინდა. მისი საშუალებით მნიშვნელოვნად იკლო შფოთის მაჩვენებელმა, სხვა მიდგომებთან შედარებით. EFT-ის გამოყენება შეიძლება პანიკის შეტევის დროსაც და უბრალოდ მაშინაც, როცა დამშვიდება გსურთ. მეთოდის სწავლა ამ ვიდეორგოლის საშუალებით შეგიძლიათ.

გამოიძინეთ

როდესაც შფოთვისგან განთავისუფლებაზეა საუბარი, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება კარგად გამოძინებაა. თუკი შფოთვისკენ ხართ მიდრეკილი, ძალიან მნიშვნელოვანია, ისვენებდეთ იმდენს, რამდენიც გჭირდებათ. ბერკლის კვლევებმა აჩვენა, რომ უძილობა შფოთვას ზრდის და ადამიანი სერიოზულ დარღვევამდეც კი შეიძლება მიიყვანოს.

გაატარეთ დრო ცხოველებთან ერთად

თუ გყავთ შინაური ცხოველი, იცოდეთ, რომ მასთან ხარისხიანად გატარებული დრო თქვენს ნერვულ სისტემაზე დადებითად აისახება. ცხოველებს შეუძლიათ შეამცირონ შფოთი და პოსტტრავმული სტრესიც.

ჯანსაღი კვება

რაც უნდა გასაკვირად მოგეჩვენოთ, კვებას საკმაოდ დიდი როლი აქვს ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში. გარკვეული პროდუქტები ორგანიზმს ენერგიის აღდგენაში ეხმარება. ჯანსაღი კვების ნაწილია საკვები დანამატებიც, რომლებიც იმ ნივთიერებებით შეავსებს ორგანიზმს, რასაც უშუალოდ რაციონიდან ვერ ღებულობთ.

საღეჭი რეზინი

საღეჭი რეზინი ერთ-ერთ ანტისტრესულ საშუალებად ითვლება. ღეჭვის დროს სახის კუნთები მუშაობს, სისხლი ცირკულირებს და ეს დამშვიდებაში გვეხმარება. არსებობს სამედიცინო კანაფის პროდუქტი CBD, რომელსაც აქვს ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება და ნერვული სისტემის დამშვიდებაში დაგეხმარებათ.

ვარჯიში

ეს შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ თუკი შფოთავთ, ვარჯიში ნამდვილად წაგადგებათ. ამერიკის შფოთისა და დეპრესიის ასოციაციის მონაცემების მიხედვით, აერობული ვარჯიშების სულ ხუთი წუთიც საკმარისია შფოთის მოსახსნელად.

მედიტაცია

მედიტირება ნიშნავს შეანელო ფიქრის პროცესი, იჯდე სწორად, სუნთქავდე ღრმად… არ გჭირდება ამის იდეალურად კეთება. ამ საქმისთვის ყოველდღიურად ათი წუთის გამოყოფაც კი დაგანახებს შესამჩნევ შედეგებს.

რაც მთავარია, შფოთვა ნორმალური მოვლენაა. თქვენ არ ხართ მარტო, ამ პრობლემასთან ბრძოლისას. სცადეთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე და გაიხსენეთ ბლეიკ გრიფინის ეს სიტყვები “ზოგჯერ, უბრალოდ, უნდა დამშვიდდე ცოტათი და მისცე ნერვულ სისტემას თავისი საქმის კეთების საშუალება.”

წყარო: inc



განხილვა