in

7 მეთოდი, რომლითაც გუნდს ფოკუსირებაში დაეხმარებით

კვლევის თანახმად, დასაქმებულთა 60.6% თითქმის ვერ ახერხებს სრულად ფოკუსირებას, 1 ან 2-საათიანი საქმის დროსაც კი, რადგან მათ ბევრი რამ უფანტავთ გონებას. მეტიც, ზოგი მათგანი ამბობს, რომ 10 წუთზე დიდხანს ფოკუსირება არც შეუძლია… ამას კი ხშირად ნაკლებ ენერგიას, სტრესს, შემცირებულ ეფექტურობას, ნაკლებ კმაყოფილებასა და იმედგაცრუებას აბრალებენ ან იმასაც ამბობენ, რომ წვრილმანი საქმეების კეთება უფრო მნიშვნელოვანი ამოცანების შესრულებისთვის დროს აღარ უტოვებთ. რა უნდა გააკეთონ ხელმძღვანელებმა? როგორ უნდა შექმნან გარემო, რომელშიც დასაქმებულებს მთელი დროისა და ენერგიის დათმობა მნიშვნელოვანი პროექტებისთვის შეეძლებათ? ამ კითხვაზე პასუხების მისაღებად ქვემოთ მოცემულ 7 გზას უნდა გაეცნოთ:

დავალებები და პროექტები

თუ თანამშრომლებს არ აქვთ თავიანთი ვალდებულებებისა და პროექტების სრული სია, ისინი პრიორიტეტის სწორად განსაზღვრას ვერ შეძლებენ. როგორც ლიდერმა, მათ შესასრულებელი დავალებების ჩამონათვალი უნდა მისცეთ და დრო, რათა ისინი ყოველკვირეულად მიმოიხილონ.

განსაზღვრეთ საკომუნიკაციო არხები

ყურადღების გაფანტვის წყარო ხშირად შიდა საკომუნიკაციო არხია. ამიტომ, განუმარტეთ თანამშრომლებს, რისთვის უნდა გამოიყენონ თითოეული არხი და, სავარაუდოდ, რა დროში უნდა უპასუხონ.

უარის თქმის ნორმალიზება

ლიდერებმა ფსიქოლოგიური უსაფრთხოების შექმნაზე უნდა იფიქრონ, უნდა მისცენ თანამშრომლებს საშუალება, ისაუბრონ თავიანთ პრობლემებზე, მაგალითად, გამოფიტვაზე. რიჩ შერიდანი, Menlo Innovations-ის ხელმძღვანელი, მენეჯერებს ასწავლის, როგორ უნდა უპასუხონ მსგავს წინადადებებს: მადლობა, რომ გამიზიარე ეს ცუდი ამბავი. მსგავსად, იქმნება კულტურა, სადაც არავის ეშინია იმის თქმის, რასაც გრძნობს. 

გახადეთ შეხვედრები მნიშვნელოვანი

მიეცით თანამშრომლებს უფლება, არ დაესწრონ უმნიშვნელო შეხვედრებს, რათა მათ ფოკუსირებაში დაეხმაროთ.

თუ ვინმე გიწვევთ შეხვედრაზე განსაზღვრული დღის წესრიგის გარეშე და არ გეუბნებათ მიზეზს, რატომ არის თქვენი იქ ყოფნა მნიშვნელოვანი, გაქვთ უფლება, რომ არ მიხვიდეთ, — აცხადებს ერთ-ერთი მენეჯერი.

ამ შემთხვევაში იგი სრულ პასუხისმგებლობას შეხვედრის ავტორს ანიჭებს, რათა პატივი სცეს სხვების დროს. ამასთან, თანამშრომლებს საკუთარი დღეების კონტროლის საშუალებასაც აძლევს, რითაც მათ მეტად პრიორიტეტულ სამუშაოზე ფოკუსირება შეუძლიათ.

გაააქტიურეთ მიზანმიმართული პროდუქტიულობა

თქვენს ყოველდღიურ 1-1-ზე შეხვედრების დროს, არ ჰკითხოთ თანამშრომლებს, არიან თუ არა დაკავებულები. სანაცვლოდ, გაიგეთ, აქვთ თუ არა დრო და სივრცე იმ სამუშაოს გასაკეთებლად, რომელიც სჭირდებათ ან სურთ, რომ შეასრულონ. თუ პასუხია არა, დაეხმარეთ მათ ამ სიცარიელის შევსებაში. სავარაუდოდ, დახმარება სჭირდებათ, თუ რას უნდა მიანიჭონ პრიორიტეტი კონკრეტულ სიაში. შესაძლოა, სხვა ახალ მცირე პროექტებსა და დავალებებსაც იღებდეს, იმის გამო, რომ უარის თქმა უჭირს. სავარაუდოდ, მათ  კალენდარში იმ სამუშაო დროის განსაზღვრაში უნდა დაეხმაროთ, რომლის დროსაც სრულად ფოკუსირებულნი იქნებიან.

ფოკუსირება ფორმალური გახადეთ

ყველაზე მარტივი გზა ამისთვის კვლავ კალენდარში ფოკუსირებული სამუშაოს მონიშვნა იქნება. გუნდის ნორმად აქციეთ დაცული სამუშაო დრო. მაგალითად, უთხარით გუნდს, სამშაბათსა და ხუთშაბათს შუადღე მხოლოდ იმ სამუშაოს დაუთმონ, რომელსაც სრული ფოკუსირება სჭირდება. ამ დროს არავის აქვს შეხვედრის დაგეგმვის უფლება და ორგანიზაციაში ყველა ხედავს, რომ თანამშრომლები კონკრეტულ საათში მიუწვდომლები არიან. 

გაფრთხილება: თუ აპირებთ, რომ დაბლოკილ საათებში მაინც ჩანიშნოთ ხოლმე შეხვედრა, უმჯობესია, საერთოდ არ შეზღუდოთ ეს დრო, რადგან იგი არაფერს გამოიწვევს, გარდა თქვენი კალენდრის მიმართ უნდობლობისა. 

პატივი ეცით საზღვრებს

როცა ადამიანები ამბობენ, რომ ისინი სამუშაოს ფოკუსირებულ რეჟიმზე არიან, პატივი ეცით მათ. როგორც ლიდერმა, უნდა იგრძნოთ, რომ ეს წესები ყველას ეხება, მაგრამ თუკი, ერთხელ მაინც დაარღვევთ მას, ეს ყველასთვის ნორმა გახდება. მსგავსად, გაგზავნით მესიჯს, რომ დაცული დრო მითია და მისი დარღვევა ყველას შეუძლია.

მსგავსი პრაქტიკები დაგეხმარებათ, შექმნათ კულტურა, სადაც ადამიანებს იმ საქმეებზე შეეძლებათ ფოკუსირება, რომლებიც ნამდვილად მნიშვნელოვანია. აუცილებელია, ხელმძღვანელები ამ პრინციპებს იაზრებდნენ, რადგან სწორედ ეს ეხმარებათ მათ თანამშრომელთა ჩართულობის ზრდაში. ასე რომ, იზრუნეთ დასაქმებულთა ფოკუსირებაზე, გაუმკლავდით ყურადღების გამფანტავ ქმედებებს და ყველა მხარე მოგებული დარჩება.

 

წყარო: HBR



Cartier-ის ახალი რეკლამა წარსულისა და აწმყოს საკულტო ვარსკვლავებს აერთიანებს

რას აკეთებს ფრილანსერი ქოფირაითერი?