18
Feb
2019

მოძრავი ტატუ 70 ადამიანზე – უნგრელი ხელოვანის მიერ მოყოლილი „ვარდის ცხოვრება“

18 Feb 2019

„ვარდის ცხოვრება“ – ასე ჰქვია მოძრავ ტატუს, რომელიც უნგრელმა ხელოვანმა, ბალაჟ ბერჩენიმ, 70 ადამიანის სხეულზე შექმნა. ტატუ ვარდის ზრდის, მისი მოწყვეტის, მეორე ადამიანისთვის ჩუქებისა და შემდეგ, დაჭკნობის ამბავს გვიყვება.

„ერთგვარი ტატუანიმაციის შექმნისთვის ჩემი ძირითადი მიზანი იყო შემექმნა ერთობის განცდა, სადაც თითოეული ნაწილაკი რაღაც უფრო დიდის ნაწილია, ვიდრე ცალკეული ინდივიდი“, – ამბობს ავტორი. ბერჩენიმის პროექტი შვიდი დღის განმავლობაში, მშობლიურ უნგრეთში მიმდინარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვანი ნიუ-იორკში მოღვაწეობს, ის „ვარდის ცხოვრების“ მოძრავი ტატუს შესაქმნელად უნგრეთში ჩავიდა. პროექტის დასრულების შემდეგ, მონაწილეებმა, ავტორთან ერთად, შეძლეს საკუთარი სხეულების გაერთიანებით, ვარდის, როგორც სიყვარულის სიმბოლოს ცხოვრების ციკლი მთლიანად გადმოეცათ.

 

განხილვა