in

75 მილიონი წლის წინ ანტარქტიდა ხანძარმა მოიცვა!

ინტენსიური ბუჩქოვანი ხანძრები ხშირი და გავრცელებული იყო გვიან ცარცულ ხანაში

ახალი კვლევის თანახმად, მძვინვარე ტყის ხანძრები ანტარქტიდაზე 75 მილიონი წლის წინ გაჩნდა, როდესაც დედამიწაზე ჯერ კიდევ დინოზავრები ცხოვრობდნენ. გვიანი ცარცული პერიოდის განმავლობაში – ანუ, დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე ცხელი პერიოდის დროს, ანტარქტიდაზე ჯეიმს როსის კუნძული ზომიერი წიწვოვანი ტყეების, გვიმრებისა და აყვავებული მცენარეების სახლი იყო…

თუმცა პალეო-ტყის ხანძარმა ყველაფერი ერთიანად დაწვა – ფლორაც და ფაუნაც. ამ ტყეების ნაწილებში მეცნიერებმა უძველესი ნახშირის ნაშთები შეაგროვეს და შეისწავლეს. “ეს აღმოჩენა მნიშვნელოვნად აფართოებს ჩვენს ცოდნას ცარცულ ხანაში მცენარეული ხანძრების გაჩენის შესახებ. მაგალითად, ნათელი გახდა, რომ ასეთი ეპიზოდები ბევრად ხშირი იყო, ვიდრე აქამდე ვფიქრობდით” – ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი ფლავიანა ხორხე დე ლიმა.

ამასთანავე, ეს აღმოჩენა მოწმობს, რომ ანტარქტიდაზე სპონტანური ხანძრები, დაახლოებით, 84-72 მილიონი წლის წინაც იყო. მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა 2015-1016 წლებში ჯეიმს როსის კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ექსპედიციის დროს შეგროვებული ნამარხები შეისწავლა. ეს ნამარხები შეიცავდა მცენარეების ფრაგმენტებს და ნახშირის ნარჩენებს, რომლებიც ათობით მილიონი წლის წარსულის ინფორმაციით იყო გაჟღენთილი…

ნახშირის ნარჩენების ანალიზის მიხედვით, არტეფაქტები წიწვოვანი ხეების ბოტანიკურ ოჯახიდს, სახელად Araucariaceae-ს განეკუთვნება. ინტენსიური ბუჩქოვანი ხანძრები ხშირი და გავრცელებული იყო გვიან ცარცულ ხანაში, თუმცა ამ ხანძრების მტკიცებულებათა უმეტესობა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ფიქსირდებოდა.

ხოლო ცარცული პერიოდის ბოლოს სუპერკონტინენტი გონდვანა დაიშალა, რის გამოც ანტარქტიდის მსგავსი ადგილები უფრო იზოლირებული დარჩა, ვიდრე ადრე. ყინულისგან თავისუფალ რეგიონს კი ხანძრების გაჩენის მრავალი წყარო ჰქონდა – მათ შორის, მეხის დაცემა, მეტეორების ჩამოვარდნა და ვულკანური აქტივობები. ასევე, საგულისხმოა აალებადი მცენარეულობა და ჟანგბადის მაღალი დონე, რაც ხანძრის სწრაფ გავრცელებას უწყობს ხელს.

“ანტარქტიდაზე ინტენსიური ვულკანური აქტივობა შეინიშნებოდა, რომელიც ცარცული პერიოდის განმავლობაში ტექტონიკით იყო გამოწვეული. ამას მოწმობს ფერფლთან დაკავშირებულ ფენებში ნამარხების არსებობა. სავარაუდოა, რომ სწორედ ვულკანურმა აქტივობამ გამოიწვია პალეო-ტყის ხანძარი” – წერენ მკვლევრები.

ამ ეტაპზე მეცნიერები ანტარქტიდის სხვა ადგილებში პალეო ხანძრის ახალ ჩანაწერებს ეძებენ.

3 სავარჯიშო ბიზნესებისთვის, რომლებსაც თანამშრომლების შენარჩუნება სურთ

რის სანაცვლოდ სთავაზობს უფასო კვებას Burger King? – კამპანია ჰელოუინისთვის