in ,

ამ კვირაში სალვადორ დალი სატელეფონო ზარებს უპასუხებს — Dial Dalí

Briano.ai
Briano.ai

მართალია, სალვადორ დალიმ 1989 წელს დაგვტოვა, მაგრამ ამ კვირაში ზარებს უპასუხებს… სიურრეალისტური დაბადების დღის კვირის ფარგლებში Dalí Museum კამპანიას Dial Dalí იწყებს — ინტერაქციული AI გამოცდილებაა, რომელიც ცნობილი მხატვრის უცნაურად და წარმოუდგენლად რეალისტურ ვერსიასთან ზარის განხორციელების შესაძლებლობას სთავაზობს მსურველებს. 

772-ASK-DALI ამერიკის მასშტაბით 12 მაისამდეა აქტიური და აბონენტებს საშუალებას აძლევს, ორმხრივი საუბარი წამოიწყონ ხელოვნურ ინტელექტთან, რომელიც დალის ჩანაწერებზე, ინტერვიუებსა და პერსონალურ თავისებურებებზეა გაწვრთნილი. არ აქვს მნიშვნელობა, ულვაშის მოვლის რუტინა აინტერესებთ თუ უბრალოდ დაბადების დღის მილოცვა უნდათ, AI-ის მიერ ყველაფერი ისეა გაკეთებული, რომ დალის მსგავსად ჟღერდეს, ფიქრობდეს და პასუხობდეს.

ამ ამბის უკან ElevenLabs-ის ხმის სინთეზატორი და Twilio-ს სატელეფონო ინფრასტრუქტურა დგას, რის შედეგადაც დალის AI ვერსია მომხმარებლებს დაუგეგმავ პასუხებს რეალურ დროში სთავაზობს. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ეს პროექტი დალის მუზეუმსა და კრეატიულ სააგენტო Goodby Silverstein & Partners-ს შორის შემოქმედებითი თანამშრომლობის სერიის უახლეს თავს გვაცნობს, რომელსაც წინ ჯერ Ask Dalí-ის ინიციატივა, შემდეგ კი Giraffes on Horseback Salad უძღოდა — აქამდე ფიქრობდნენ, რომ დალის ამ იდეას ვერასდროს განახორციელებდნენ, თუმცა საპირისპიროში გუგლმა დაგვარწმუნა.

აქ არც დალის გატაცება დავიწყებიათ ტელეფონებით, ამიტომაც კამპანიაში მის ცნობილ Lobster Phone-ს გვაცნობენ, რომელიც ფუნქციონალობას აბსურდულობასთან აერთიანებს. 

დალის კიბორჩხალას ტელეფონი ყოველთვის სიურრეალისტური ობიექტი იყო და ახლა ეს ცხადი გავხადეთ. Dial Dalí-ს საშუალებით ნებისმიერს შეუძლია დაუკავშირდეს წარსულის ხმას, რომელსაც მომავლის შესახებ ჯერ კიდევ აქვს რაღაც სათქმელი, — ამბობს ჯეფ გუდბი, GS&P-ის თანადამფუძნებელი.

თიბისი კონცეპტი მომხმარებლებს ჯანსაღი ცხოვრებისთვის საჭირო გამორჩეული მასტერკლასების სერიას სთავაზობს

„ტექსტილის ტრანსფორმაცია” – ქართული მოდის ინდუსტრიის განვითარებისადმი მიძღვნილი ღონისძიება